როგორ გავითეთრო კბილები?

  • x lady
  • ოქტომბერი 9, 2014

კბილებიბევრ ადამიანს აწუხებს პრობლემა კბილების სიყვითლესთან და ნადებთან დაკავშირებით. ალბათ ბევრჯერ გვიცდია ძვირიანი პასტებით კბილების გათეთრება, თუმცა უშედეგოდ. დამეთანხმებით, რომ ხალხური მეთოდები ბევრად უფრო ეფექტურია. ამიტომ მინდა გირჩიოთ ის ხერხები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ და უფრო მოგებულებიც რჩებოდნენ.

საჭმელი სოდა და ლიმონი

საჭმელი სოდა საკმაოდ ეფექტური და სასარგებლო საშუალებაა კბილების გასათეთრებლად. თუმცა ის უფრო მეტ სარგებელს მოგვცემს, თუ რამდენიმე წვეთ ლიმონსაც გავურევთ.

დაგჭირდებათ:

  • საჭმელი სოდა;
  • ლიმონი/ლაიმი;
  • ჩვეუბლებრივი კბილის ჯაგრისი;
  • თეფში.

მომზადების წესი:

ერთი კოვზი სოდა დავყაროთ თეფშზე, დავაწუროთ ორი ცალი ლიმონი/ლაიმი.  ლიმნის დასხმის შედეგად, სოდა აქაფდება. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ქაფი გაქრება და მივიღებთ ფაფისებრ მასას, კბილის ჯაგრისით მოვურევთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ჯაგრისზე და ძლიერად გავიხეხოთ კბილები. ეს მეთოდი მომენტალურად ათეთრებს კბილებს, თუმცა რეკომენდირებული არ არის მისი ყოველდღიური გამოყენება, რადგან ის აზიანებს ემალს.

ნახშირი

თქვენ წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ხის წვისგან წარმოქმნილ ნახშირს შეუძლია თქვენი კბილების მომენტალურად გათეთრება.

დაგჭირდებათ:

  • ნახშირი;
  • კბილის ჯაგრისი.

მომზადების წესი:

ავიღოთ ჩვეულებრივი ნახშირი,  სანაყით ან ქვით დავაქუცმაცოთ. შემდეგ დავამატოთ რამოდენიმე წვეთი წყალი, ისე რომ მივიღოთ მაწვნისებრი კონცენტრაცია. მიღებული მასა მოვათავსოთ ჯაგრისზე და ნაზად გამოვიხეხოთ.

სახლის პირობეში კბილის პასტის მომზადება

კბილების გასათეთრებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის თქვენივე ხელით მომზადებული კბილის პასტა.

დაგჭირდებათ:

  • საჭმელი სოდა;
  • წყალბადის ზეჟანგი;
  • სუფრის მარილი;
  • კბილის პასტა.

მომზადების წესი:

ერთმანეთში უნდა ავურიოთ ერთი სადილის კოვზი საჭმელი სოდა, ათი მლ წყალბადის ზეჟანგი, ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი და ცოტაოდენი კბილის პასტა. ასეთი პასტით გაწმენდილი კბილები ორ კვირაში დაგიბრუნებთ სითეთრესა და ბზინვარებას.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.