როგორ გავიკეთოთ ანტიცელულიტური მასაჟი სახლში ?

  • ninimate
  • ოქტომბერი 16, 2013

ცელულიტიყველა ქალისთვის არასასურველი სიტყვა ცელულიტი… ყველა ფიქრობს, როგორ აარიდოს თავი ან მოიცილოს ცელულიტი. არის მოსაზრება, რომ ცელულიტი აქვთ მხოლოდ მსუქნებს. ეს კი ასე არაა ხშირია ნორმალური წონის ქალებშიც და თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიც კი გვხვდბა.

რა არის ცელულიტი ?

ცელულიტი ეს არაა ცხიმის გროვა კანქვეშ! ის ცვლის კანის სტრუქტურა კანქვეშა ცხიმის ქვეშ, არღვევს ლიმფურ ნაკადს და აზიანებს მიკროცირკულაციას. ყოველ ჩვენთაგანში არის ცხიმის უჯრები და კანქვეშა ცხიმის ქვეშ სისხლძარღვთა მიმოქცევა. თუ ეს უკანასკნელი გაიჭედება, ქსოვილს აღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადი და სისხლი. უჯრებში ვეღარ გადამუშავდება ცხიმი და რჩება უსარგებლო ნარჩენები. ეს კი იწოვება კანქვეშ ჩნდება ამობურცულობები და ჩავარდნები. ამისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა მასაჟი, მაგრამ საჭიროა მონდომება, ნებისყოფა და სურვილი. ყველა მითითება უნდა გაკეთდეს ყოველდღე.

როგორ კეთდება თაფლის მასაჟი სახლში ?

მასაჟი კეთდება მშრალი ხელებით კრემისა და ზეთის გარეშე. კანზე უნდა წაისვათ თაფლი, მაგრამ სანამ თაფლს წაისმევთ კანი უნდა გაახუროთ მსუბუქი დარტმითი მოძრაობებით, შემდეგ ხელის გასმითი მოძრაობებით. მასაჟი თაფლით მუცელზე მოძრაობა სრულდება საათის ისრის მიმართულებით, ხოლო ბარძაყებზე კი ზემოთ ქვემოთ. გახურებულ ადგილებზე დაიდეთ თაფლი. მარჟვენა ხელისგული მაგრად უნდა დააჭიროთ კანს და სწრაფად აიღოთ. გაიმეორეთ ხშირად ყველა ადგილზე, სადაც წასმულია თაფლი. ეს მასაჟი კეთდება 10-15 წუთი. კანი შეწითლდება და იქნება ცოტა ტკივილის შეგრძნება, მაგრამ მალე გაივლის.პროცედურის შემდეგ მიიღეთ შხაპი.

მასაჟი ვაკუუმის ქილებით

ეს სპეციალური მასაჟის ქილები იყიდება აფთიაქში. მმასაჟამდე კანზე წაისვით სპეციალური კრენი ან ზეითუნის ზეთი. მასაჟი დაიწყეთ ხელის ნელი გადასმით და შემდეგ ააჩქარეთ. გახურებულ კანზე დაიდეთ ქილა ისე, რომ კანი შეიწოვოს. ვაკუუმის ქილით მასაჟის გაკეთება დაიჭირეთ ისე, რომ ქილა არ მოგძვრეთ და ამოძრავეთ კანზე. მოიხსენით და ისევ დაიდეთ სხვა ადგილზე. პროცედურა 15 წუთს გრძელდება და შემდეგ ისევ საჭიროა ხელის გადასმა კანზე.

მასაჟი კოვზით

ამ პროცედურას გვირჩევენ გერმანელი მასაჟისტები. პრობლემურ ზონაზე ისვამთ ანტიცელულიტურ მაზს და იწყებთ მასაჟს კოვზით, წრიული მოძრაობებით. პროცედურა 30 წუთს გრძელდება. ასევე კარგია კონტრასტული შხაპი. კოვზით მასაჟის გაკეთება ცვლით წყლის ტემპერატურას ცივით ცხელზე და პირიქით. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შხაპის შემდეგ ისმევთ ანტიცელულიტურ კრემს. თუ გექნებათ სურვილი განთავისუფლდეთ ცელულიტისაგან, არ დაიზარებთ ვარჯიშს, იცხოვრებთ აქტიურად და ჩაიტარებთ მასაჟის კურსს თქვენ მას დაამარცხებთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.