როგორ გავიკეთოთ დროებითი ტატუირება

  • jericho
  • ივნისი 9, 2013

ძალიან ბევრს სურს სხეულზე რაიმე დაიხატოს, მაგრამ ეშინიათ, რომ ერთ დღეს მობეზრდებათ და მისი მოშორება საპრობლემო გახდება. ამ ყველაფერთან ერთად ტატუს გაკეთება დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

არსებობს ორი მარტივი გზა დროებითი ტატუს გაკეთების, ერთი სალონში, მეორე თქვენთვითონ სახლში შეგიძლიათ გაიკეთოთ,ამისთვის მხოლოდ ცოტაოდენი ხატვის ნიჭია საჭირო. მართალია სალონში გაკეთებული ტატუირება 2-3კვირა არ მოგშორდებათ, ხოლო სახლში, იმ გზით რომელსაც ახლა გასწავლით მხოლოდ 3-4 დღე გექნებათ და შემდეგ გაქრება.

დაგვჭირდებათ:

სახატავი ფანქარი, სასრუველია 3B/4B/5B/6B კოსმეტიკური ან ტატუაჟის ფანქარი

მაკრატელი

ე.წ. “კალკა”

სველი ტილო

ტალკი

ჭრილობის დასამუშავებელი სფრეი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და კანზე მისხმის დროს წყალს არ ატარებს.

სპირტი

ფუნჯი

ნაბიჯი პირველი:

იმ ადგილზე სადაც ტატუს ვიკეთებთ დავამუშაოთ სპირტით, რათა კანს ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

ნაბიჯი მეორე:

შერჩეული გამოსახულებას ან წარწერას ვხატავს “კალკაზე”,

tatu 4

ნაბიჯი მესამე:

“კალკას” ნახატის მხრიდან ვიდებთ სხეულზე და სხველ ტილოს ვაფარებთ. რამოდენიმე წუთის შემდეგ გამოსახულება კანზე გადავა. ამ დროს ხელი არ ამოძრაოთ, თორემ გამოსახულება ფორმას შეიცვლის.

tatu 6

ნაბიჯი მეოთხე:

გამოსახულებას ვამუქებთ კოსპეტიკური ან ტატუაჟის ფანქრის საშუალებით.

tatu 7

დამუშავების შემდეგ ველოდებით ერთი ან ორი წუთი და მაკიაჟის ფუნჯის დახმარებით ტაკლით ვფარავთ. მთავარია ტაკლი ბევრი არ მოგივიდეთ, შეეცადეთ თხელი, შეუმჩნეველი ფენა გამოვიდეს.

ნაბიჯი მეხუთე:

ტატუს ჭრილობის სითხეთი ვფარავთ, ის თხელი წყალგაუმტარი ფენით დაფარავს კანს.

tatu 2

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.