როგორ გავიკეთოთ მელირება/ომბრე სახლის პირობებში

  • naticha
  • მარტი 10, 2014

ომბრემოგეხსენებათ თმის ფრანგული მელირება ამ სეზონის მოდის ტენდენციებს გარეთ არც წელს დარჩენილა, ის ისევე პოპულარულია როგორც გასული წლების განმავლობაში.

ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში, თუ ტელევიზიის საშუალებით ხშირად ვაწყდებით ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებიც თავს იწონებენ არაჩვეულებრივი ოქროსფერ-თაფლისფერი მელირებით და ხშირად გაგვჩენია სურვილი თავადაც გვქონოდა ასე.

საქართველოში მსგავსი თმის ფერის მიღება,ან კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, ან თმის ე.წ გაღიავების მეშვეობით დაზიანებასთან, ან საერთოდ მოლოდინის არ გამართლებასა და სულ სხვა შედეგის მიღებასთან.

ამ სტატიაში გაგაცნობთ პროდუქტებს, რომლის საშუალებითაც სახლის პირობებშიც კი, გაიკეთებთ ისეთივე ლამაზ მელირებას, როგორც თვალისმომჭრელ ჰოლივუდის ვარსკვლავებს აქვთ. აღნიშნული პროდუქტები ქართულ ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა სხვა ქვეყნებში დიდი წარმატებით სარგებლობენ.

ჩვენ კი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, საბედნიეროდ გვაქვს ინტერნეტ შესყიდვის შესაძლებლობა. მაშასე, პირველი პროდუქტი ეს არის თმის საღებავი „Revlon Frost & Glow Highlighting Kit”, რომლის საშუალებითაც უმარტივესად შეგეძლებათ მელირების გაკეთება, თმის გაღიავების გარეშე. საღებავს მოყვება ყველა საჭირო ატრიბუტი, მაქსიმალურად გამარტივებულია შეღებვის პრინციპი, მელირება ომბრერადგან მითითებულია თითოეული დეტალი პროდუქტის აღწერაში და რაც მთავარია შედეგი, თმის დაზიანების გარეშე, ისეთივეა როგორც ძვირადღირებული სალონის სტუმრობის შემდეგ. ეს პროდუქტი არის, როგორც ღია, ასევე მუქი ფერის თმისთვის და საუკეთესოა თავის ანალოგებში.

მეორე პროდუქტი ეს არის „Ardell Unred“ . რომელსაც ვამატებთ „Revlon Frost & Glow Highlighting Kit” საღებავს, საუკეთესო შედეგის მისაღებად. პროდუქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვინდა, შეღებვის შემდეგ, თმას დაკრავდეს ზედმეტად წითელი, ან ყვითელი ფერის ტონი. “Ardell Unred”-ის რამდენიმე წვეთს ვამატებთ საღებავში და შედეგი გასაოცარია, თბილი, ჩამჯდარი ტონალობის ფერი.

ასევე მოგეხსენებათ, თმის ფერი იცვლება ყოველი დაბანის შემდეგ, ამიტომ თუ თმის კონდიციონერში, ან ბალზამში ჩავამატებთ აღნიშნული პროდუქტის რამდენიმე წვეთს და 5 წუთის მანძილზე გავიჩერებთ თმაზე, თავიდან ავიცილებთ თმის გაწითლებას, ფერის გადახუნებას.

მელირებარაც შეეხება თმის შეღებვის ტენდენციას სახელწოდებით “ომბრე“, ამ შემთხვევაში სილამაზის სალონებში ყოველთვის აღიავებენ თმას გამაღიავებელით, რომელიც მას ძალიან აზიანებს „Revlon Frost & Glow Highlighting Kit” გამოყენებით კი თქვენ შეგეძლებათ თავისუფლად გაიკეთოთ „ომბრე“ შემდეგნაირად: გაიკეთეთ „ცხენის კუდი“ და სავარცხლით აიჩეჩეთ, ისევე როგორც კეთდება ე.წ „ნაჩოსი“. აჩეჩვის შემდეგ, რა თმაც დარჩება სწორად, ის შეღებეთ, ასე აიცილებთ თავიდან კონტრასტულ ხაზს, თქვენს თმასა და შეღებილ ბოლოებს შორის.

ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ, ზედმეტი დანახარჯების გარეშე, გამოიყურებოდეთ საუკეთესოდ. სილამაზე ხომ ქალბატონების მთავარი იარაღია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.