როგორ გავიკეთოთ ტიბეტური მასაჟი

  • marinola
  • ივნისი 16, 2013

განწყობილების ასამაღლებლად, ძილის გასაუმჯობესებლად და ნერვული სისტემის გასამაგრებლად.

tibeturi masajiვარჯიშების მთელი კომპლექსი უმჯობესია შეასრულოთ დახუჭული თვალებით, მანამდე კი ხელისგულები უსვით ერთმანეთს, ვიდრე მათში სითბოს არ შეიგრძნობთ.

  1. დილით საწოლში გაიკეთეთ ყურების მასაჟი. ცერა თითები უკან, დანარჩენი თითები ამოძრავეთ ზევიდან ქვევით. გაიმეორეთ 30-ჯერ.
  2. მარჯვენა ხელისგული დაიდეთ შუბლზე, მარცხენა-ზემოდან. მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ გაიმეორეთ 30-ჯერ. ამ ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად იწექით 1-2 წთ. დახუჭული თვალებით. ყურადღების კონცენტრაცია მიმართეთ შუბლის მიდამოებში. აქრობს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
  3. საჩვენებელი და შუა თითებით გაიკეტეთ თვალის კაკლების წრიული მასაჟი 15-ჯერ საათის ისრის მიმართულებით. სასიკეთო გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, იცავს თვალებს ანთებითი დაავადებისგან.
  4. მარჯვენა ხელისგული დაიდეთ ფარისებრ ჯირკვალზე, მარცხენა ზემოდან. შეასრულეთ 30 მოძრაობა ზევიდან ქვევით მუცლამდე. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და შინაგანი ორგანოების მუშაობას.
  5. დაიდეთ ხელისგულები ასეთივეთანმიმდევრობით მუცელზე და გააკეთეთ 30 წრიული მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
  6. მთელი ძალით შეწიეთ და გამოწიეთ მუცელი. ვარჯიში გაიმეორეთ 20-30-ჯერ. შლის შეგუბებულ ნაღველსა და  სისხლს. აძლიერებს ლიმფის მოძრაობას, ეხმარება ჭარბი წონისაგან გათავისუფლებაში, კეთილმყოფელ გავლენას ახდენს რვიძლისა და კუჭნაწლავის ტრაქტზე.
  7. მონაცვლეობით მიიტანეთ  მკერდთან მარცხენა და მარჯვენა მუხლები, ხოლო შემდეგ გაშალეთ, იგივე გააკეთეთ ორივე მუხლით ერთდროულად – სულ 30-ჯერ. ამაგრებს მუცლის მუსკულატურას, დადებითად მოქმედებს შინაგან ორგანოებსა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე.
  8. ჩამოჯექით საწოლის კიდეზე, მარჯვენა ფეხი დაიდეთ მარცხენაზე და მარჯვენა ხელისგულით გაიკეთეთ მასაჟი ფეხისგულზე 30-ჯერ. შემდეგ მარცხენა ფეხი დაიდეთ მარჯვენაზე, გაიმეორეთ იგივე, ახდენს სასიკეთო გავლენას მრვალ შინაგან ორგანოებზე.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.