როგორ გავიკეთოთ შუგარინგი სახლის პირობებში?

  • An'na
  • იანვარი 16, 2018

შუგარინგიშუგარინგის გაკეთება სალონში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა! შუგარინგის გაკეთება 3 მარტივი ინგრედიენტით შეგიძლიათ სახლის პირობებში. ამისთვის დაგჭირდებათ შაქარი, ლიმნის წვენი და წყალი. თმის მოშორების ეს მეთოდი ნაკლებად მტკივნეულიცაა და მგრძნობიარე კანისთვის საუკეთესო ვარიანტია.

  • ინგრედიენტები:
  • 200 გ შაქარი
  • ¼ ჭიქა ლიმნის წვენი
  • 2 ჭიქა თბილი წყალი

დადგით გაზზე საშუალო ზომის ქვაბი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეცეპტით შუგარინგის მასას მხოლოდ მცირე რაოდენობით დაამზადებთ (დაახლოებით 2 ფეხისთვის საკმარისია), მაინც საშუალო ან დიდი ქვაბი გამოიყენეთ, რადგან როდესაც მასა ადუღდება, პატარა ქვაბიდან შეიძლება გადმოვიდეს.

მოათავსეთ ქვაბში შაქარი, ლიმნის წვენი და თბილი წყალი ასეთი თანმიმდევრობით. მოურიეთ და გააერთიანეთ მასა.

მიიყვანეთ მასა დუღილამდე მაღალ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ და ყურადღებით დააკვირდით.

როდესაც მასა დუღილს დაიწყებს, ჩაუწიეთ გაზს საშუალო პარზე. გააგრძელეთ ხშირი მორევა. შაქარი ამ დროს უკვე ბოლომდე გახსნილი უნდა იყოს.

როდესაც მიიღებთ გლუვ, ოქროსფერ კონსისტენციას, გამორთეთ გაზი. მასა ცხელი სიროფივით უნდა იყოს. თუ თაფლივით სქელია, ცოტა მეტ ხანს გაათბეთ.

ჩვეულებრივი ცვილისგან განსხვავებით, შუგარინგი ცხელი არ უნდა გამოიყენოთ. გადაიღეთ ის ჯამში და გააცივეთ დაახლოებით ნახევარი საათით, სანამ ის თქვენთვის კომფორტულ ტემპერატურამდე არ გაცივდება.

ამოიღეთ ცვილის პატარა ნაწილი თითებით და დაამრგვალეთ. თუ გირჩევნიათ, შეგიძლიათ დანის და ხის გასაბრტყელებლის გამოყენება. წაისვით ცვილი კანზე ხელით ან ჯოხით, თმის ზრდის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს! იმუშავეთ პატარა ადგილებზე.

 

შემდეგ სწრაფად აიძვრეთ ცვილი. შეგიძლიათ თითებით ნელ-ნელა გადააგოროთ, მაგრამ ეს ტკივილს მხოლოდ გაახანგრძლივებს.

ერთი და იმავე ცვილის ნაწილის გამოყენება 3-4 ჯერ შეგიძლიათ. თუ დაგრჩებათ, შეინახეთ ჰაერგაუმტარ კონტეინერში და გრილ/ცივ ადგილას. მისი გამოყენება შეგიძლიათ 4-5 კვირა. გამოყენებამდე გააცხელეთ.

 

წინა «
შემდეგი »