როგორ გავირუჯოთ სოლარიუმში

  • Маня
  • აგვისტო 12, 2012

მუქი ფერის მოყვარულებმა  უპირველეს ყოვლისა სოლარიუმის უარყოფით მხარეებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. თუ თქვენ გადაწყვეტთ გარუჯვას გირჩევთ მანამდე ექიმს ესაუბროთ.

სანამ სოლარიუმში გარუჯვის რჩევებს გაგიზიარებთ, გაეცანით სოლარიუმის უარყოფით მახარეებსა და ინფორმაციას ვისთვის არ შეიძლება სოლარიუმში გარუჯვა.

უპირველეს ყოვლისა სოლაიუმს უნდა მოერიდონ ფეხმძიმე ქალბატონები. არ არის სასურველი სოლარიუმში იარონ ჰიპორტენიის, დიაბეტის, ღვიძლის დაავადებებისა და სხვადასხვა ანთებების მქონე ადამიანებმა. ხელოვნური გარუჯვა სასტიკად აკრძალულია ონკოლოგიური დაავადებებისა და სარძევე ჯირკვლების პრობლემებიუს მქონე ადამიანებისთვის.  გარუჯვა არ შეიძლება მენსტრუალურ პერიოდშიც. სოილარიუმის ვიზიტამდე აუცილებლად პედიატრს.

         სოლარიუმის გარუჯვის გვერდითი მოვლენები

ხლოაზმა – ეს ტერმინი ბევრისთვის ცნობილი არაა. ხლოაზმა ეს არის მუქი ლაქები კანზე, რომლებიც ჰორმონალური დარღვევის გამო შეიძლება გაჩნდეს. ამ დაავადების გაჩენის მიზეზი ბევრია, თუმცა მისი გაჩენის პროვოცირება შეუძლია პარფიუმს, რომელსაც სოლარიუმში გარუჯვამდე წაისვამთ.

ფიტოდერმატიტი – დაავადება რომელიც  ბოლო დროს აქტუალური გახდა. ეს არის ალერგია სოლარიუმსა და ზოგადად მზის სხივებზე.

თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ სოლარიუმში წასვლა მაშინ გაგაცნობთ კარგად გარუჯვის წესებსაც.

სოლარიუმში მისვლამდე ტანზე წაისვით გასარუჯი კრემი, გახსოვდეთ რომ კრემი სპეციალურად თქვენი კანისთვის უნდა იყოს შერჩეული. კრემი გარუჯვის დროს ცუდი ზემოქმედებისგან დაგიცავთ. თუ სხეულზე ბევრი ხალი გაქვთ სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საკითხს, ზედმეტი ულტრაფიოლეტი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს.

ასევე წელს ზემოთ შიშველი (ტოპლეს) გარუჯვა სასურველი არ არის. სოლარიუმში სიარული არ არის ხშირად რეკომენდირებული, ორჯერ კვირაში ეს სავსებით საკმარისია ფერის შენარჩუნებისთვის.

სოლარიუმში წასვლამდე ნუ გამოიყენებთ რაიმე პარფიუმს, რათა ეს ხლოაზმას გამომწვევი არ გახდეს. თუ თქვენ პირველად სტუმრობთ სოალრიუმს სეანსის ხანგრძლივობის მაქსიმალური დრო 7 წუთია. გახსოვდეთ, რომ პროცედურის გამეორება 24 საათის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

გარუჯვისას გაიკეთეთ სათვალე და დაიფარეთ ქუდი. ტუჩებზე წაისვით სპეციალური ბალზამი, რათა არ დაგისკდეთ. გარუჯვისას  სასურველია გეცვათ ბამბის თეთრეული. პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

 

წინა «
შემდეგი »