როგორ გავირუჯოთ სწორად

  • marinola
  • აგვისტო 5, 2012

გასარუჯი კრემიპირველ რიგში სანამ სახლიდან გამოხვალთ გასარუჯად 15-20 წუთით ადრე წაისვით გასარუჯი კრემი. აუცილებლად დაიცავით ის წესი, რომ დილის 11 საათამდე გაირუჯოთ მზეზე და საღამოს 16 საათიდან ისევ გახვიდეთ გასარუჯად. არ არის საჭირო ამ დროს კუჭის გადავსება საკვებით.

თუ გარუჯვა ასე ძალიან გეჩქარებათ შუადღითაც  შეგიძლიათ ჩრდილში ისეირნოთ, ოღონდ  დამცავი კრემი ისევ უნდა წაისვათ, ჩრდილშიც არის გაბნეული ულტრაიისფერი სხივები, რომელიც ძალიან არ დაგწვავთ.  არ ჩაიცვათ მუქი ფერის ტანსაცმელი. თავზე აუცილებლად დაიფარეთ მზის ქუდი. მზისგან დამცავი კრემი შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით. არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ საბავშვო კრემები და ზეთები, ის მაინც ვერ დაგიცავთ და დამწვრობას მიიღებთ. და კიდევ თუ გინდათ რომ თანაბრად და სწრაფად გაირუჯოთ პლიაჟზე უნდა ისეირნოთ და 15-20 წუთის ინტერვალით ზღვის წყლით უნდა დასველდეთ.

წინა «
შემდეგი »