როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ?

  • ninimate
  • ნოემბერი 1, 2013

Blue-and-yellow_Macaw_(Ara_ararauna)_-3_on_perch როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ისე, რომ დავიმახსოვროთ რაც შეიძლება მეტი და არ გაგვაწვალოს დაბნეულობამ ? დღეს ცოტაა ისეთი ვინც დაიტრაბახებს შესანიშნავი მეხსიერებით. ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემები ჩვენი მეხსიერების ის ფაქტია, რომ ჩვენს მეხსიერებას არ შეუძლია ინფორმაციის დიდხანს შენარჩუნება. ეს არის ჩვენში თანდაყოლილი და მას ვეღარ გამოვასწორებთ. რეალურად კი თუ მეხსიერებას რეგულარულად ვავარჯიშებთ და სწორად ვიკვებებით, შევძლებთ მივაღწიოთ პროგრესს მის გაძლირერბაში.


როგორ გავიძლიეროთ მეხსიერება კვების მეშვეობით ?

ხშირ შემთხვევაში მეხსიერებას უჩივიან ისეთი ადამიანები, ვისაც უყვართ ექსპერიმენტები სხვადასხვა დიეტის და აქვთ დიეტური შეზღუდვები. მათ ყოველთვის აქვთ სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა, არ მუშაობს კარგად ნერვული სისტემა და იწყება მესიერების დარღვევა. თქვენი საკვები გამდიდრებული უნდა იტოს E ვიტამინით, რომელსაც შეიცავს კაკალი, კვერცხი, შვრია და ხორბალი. ვიტამინი C რომელიცაა მოცვსა და სმაროდინაში. კვირაში ერთხელ თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს ზღვის პროდუქტები, კერძოდ ცხიმიანი თევზი. კარგია მზესუმზირა და თხილი.

მეხსიერებისთვის კარგია ვარჯიში.

d7bae64d7a იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ მეხსიერება, როგორც კუნთებს ტვინსაც ასევე სჭირდება ვარჯიში. თქვენ უნდა გამოიმუშავოთ ჩვევა. ყოველდღე დაიმახსოვროთ პატარა ტექსტი. ეს შეიძლება იყოს ლექსი ან სხვა რამ. რეგულარულად გაიმეორეთ უკვე ნასწავლი ტექსტი და ამ ყოველდღიური ვარჯიშით თქვენი მეხსიერება ბევრად უკეთესი გახდება.

როგორ განვივითაროთ მეხსიერება და მოვიკრიბოთ ყურადღება ?

ყველა ადამიანი არ დაბადებულა ფენომენალური მეხსიერებით.ზოგისთვის ადვილია ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, ზოგს კი უწევს იმეოროს და იმეოროს, რომ დაიმახსოვროს იგი. ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლია დაიმახსოვროს მეტი, ვიდრე შემდეგ. ბავშვის ტვინი ღრუბელივითაა, იწოვს ყველაფერს ახალ ინფორმაციებს, მოთხრობებს, ნახატებს… ასეთი მეხსიერება აქვს ადამიანს 25 წლამდე. მას შემდეგ კი უკვე შეუძლიათ დაიწყონ ცვლილებები იმისთვის, რომ ავარჯიშონ გონება და ყურადღების კონცენტრირება. თუ გსურთ გქონდეთ კარგი მეხსიერება გაიტვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.
14666936 იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ გარკვეული რაოდენობის ციფრები, მაგალითად ტელეფონის ნომრები ან მნიშვნელოვანი თარიღები, გამოიყენეთ ასოციაციური რიგი. ყველა ციფრს აქვს ნომერი, რომელიც სეიძლება დავიმახსოვროთ მსგავსი ასოციაციებით(დაბადების დღის თარიღი, სახლის ნომერი, მანქანის ნომერი) ასევე შეგიძლიათ გონებაში ეს ციფრები დაინახოტ დიდად წითელ ფერში და უკეთ დაგამახსოვრდებათ.
ყოველი დღის დასასრულს ავარჯიშეთ მეხსიერება და ყურადღება. გაიხსენეთ მთელი დღის მოვლენები, ცადეთ გაიხსენოთ ყველა დეტალი გაღვიძებიდან დაძინებამდე. ეცადეთ გაიხსენოთ საჭმლის სუნი რაც მიიღეთ იმ დღეს, მიმიკა და ჟესტები თქვენი თანამოსაუბრეების, ყველა სატელეფონო საუბარი და ასე შემდეგ…
ბავშვობის წლებში მშობლები გვასწავლინენ უამრავ ლექსებს. არაფერი ისე არ აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრირებას, როგორც ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. ყოველ საღამოს ისწავლეთ რაიმე ახალი ლექსი, გამოთქმა ან აფორიზმები.
ხშირად გავიწყდებათ ყიდვა მნიშვნელოვანი ნივთების, პროდუქტების ან ქიმიის ? – ყოველ საღამოს შეადგინეთ სია იმისა, რაც უნდა იყიდოთ მეორე დღეს. დილით წაიკითხეთ და შეინახეთ, მის გარეშე წადით მაღაზიაში და სცადეთ გაიხსენოთ ყველაფერი თანმიმდევრობით, რაც გიწერიათ სიაში.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ხალხური საშუალებებით ?

b516f918e25aa6b44c05b58695757eec ხალხური რჩევები გვაძლევს ნატურალურ საშუალებებს რათა გავიუმჯობესოთ მეხსიერება.

ორ ჭიქა ,,კლევერის” თავს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააფარეთ კაპრონის თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. ყოველდღიურად აურიეთ და შეანჯღრიეთ ნაყრნი. მას შემდეგ რაც გავა 14 დღე, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ყოველ საღამოს. კურსი გააგრძელეთ სამ თვეს, შემდეგ შეისვენეთ სამი კვირა და ისავ ჩაიტარეთ სამ თვიანი მკურნალობა. ხალხური გადმოცემის თანახმად ეს კურსი არამარტო მეხსიერებას შველის, ასევე იცავს ატეროსკლეროზისა და თავის ტკივილისგან.

სასარგებლო პროდუქტებია: თაფლი,ნიგოზი, რძე, თხილი, ზღვის პროდუქტები…

წინა «
შემდეგი »