როგორ გავიუმჯობესო მხედველობა?

  • sandro
  • სექტემბერი 2, 2013

თვალიარსებობს მეთოდები, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია მხედველობის გაუმჯობესება ისე რომ ამაში სათვალე არ დავიხმაროთ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი შემუშავებული იქნა XX საუკუნეში ცნობილი ექეიმის მიერ სახელად უილიამ ბეიტსი.

ბეიტსის თანახმად, ცუდი მხედველობის პირველი მიზეზი გახლავთ გონებრივი დატვირთვა და ასევე ბეიტსი ხსნის რატომ უარესდება მხედველობა ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად. ცივილიზაციის პირობებში ადამიანის ფსიქიკა მუმდივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

მიზეზიდან გამომდინარე უილიამ ბეიტსი სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს მხედველობის გაუმჯობებისათვის.თვალის გარსი

სავარჯიშოები თვალისთვის

ბეიტსის მეთოდის მიზანი იმაშია, რომ მან მოახერხოს მხედველობის გაუმჯობესება სათვალეების გარეშე, რაშიც მას ეხმარება თვალების და ფსიქიკის მოდუნებული მდგომარეობა. იგი გვთავაზობს შემდეგ მეთოდებს…

1. თვალების დასვენება

პირველი ყველაზე მარტივი სავარჯიშო არის თვალების დახუჭვა დატვირთული დღის შემდეგ და რაიმე სასიამოვნოზე ფიქრი.

2. პალმინგი

სახელწოდება პალმინგი მოდის ინგლისური სიტყვისგან palm (ხელის გული). ეს წინა მეთოდის ანალოგიურია, მაგრამ დახუჭული თვალები კიდევ უნდა გადავფაროთ ხელის გულებით, ისე რომ სინათლე საერთოდ არ მოხვდეს მასზე. ოთახში შუქი აუცილებლად ინდა ენთოს. ასეთი თვალის დასვენება რომელიც იზოლირებულია სინათლისგან მხედველობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

3. გახსენება და გონებრივი წარმოდგენა

როდესაც მხედველობა ნორმალურია, ფსიქიკა მოსვენებულ მდგომარეობაშია. როცა გახსენება ანუ მოგონება იდეალურია, ფსიქიკა ამ დროსაც მოსვენებულია. ანუ ისეთი მოგონება რომელიც ადამიანს კარგად ახსოვს და ამავდოროულად სასიამოვნოა აწყნარებს ფსიქიკას, დაწყნარებული ფსიქიკა კი თავისთავად აისახება მხედველობის გაუმჯობესებაზე (რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თვალდახუჭულ მდგომარეობაში)

4. შესამოწმებელი ცხრილი

იყიდეთ ან უბრალოდ თქვენით შექმენით ცხრილი სადაც სხვადასხვა ზომის ასოებია გამოსახული რიგებად. დაკიდეთ ისე თქვენგან 5–7 მეტრის მოშორებით და შეეცადეთ წაიკითხოთ ასოები და წინადადები დღეში მხოლოდ 30–60 წამის განმავლობაში, არ მოჭუტოტ თვალები კარგად დანახვის მიზნით, თუ რაიმეს ვერ დაინახავთ ადექით, მიდით ახლოს და დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად ასოა და შავად წერია.

თვალის აგებულება
შეჯამება

თვალი ფაქიზი ორგანოა და მას მოვლა სჭირდება,ვისაც ხშირად უწევს კითხვა ან თვალის დაძაბვა ვურჩევდი სამუშაო ან სასწავლო საათიდან გამოყონ 2–3 წუთი და გააკეთონ თვალის სავარჯიშოები. ეს არის თვალის 4 მხარეს მოძრაობა, აიხედეთ ჯერ ზევით ისე, რომ თავი არ გაამოძრაოთ, შემდეგ ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ, ასე გააგრძელეთ 2–3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი განაგრძეთ მუშაობა.

წინა «
შემდეგი »