როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ?

  • ninimate
  • December 14, 2013
  • 0

organizmis gawmenda ორგანიზმს პერიოდულად სჭირდება განტვირთვა და გასუფთავება, რაც დადებითად ისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. არის მომენტები, როცა მიხვდებით, რომ თქვენი ორგანიზმისთვის საჭიროა გაწმენდა. ეს სიმპტომებია: მოდუნება, ძილიანობა, გაუგებარი დისკომფორტის შეგრძნება, აირების დაგროვება მუცელში. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ამისთვის დიეტა და შიმშილი საუკეთესო გზაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ასეთ ძალადობრივ დატვირთვას ორგანიზმისა, როგორიცაა შიმშილი.მოაქვს არანაკლები ზიანი ვიდრე შლაკებს, რომელთაც სურთ თავი დააღწიონ.ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნა ორგანიზმიდან ხდება კანის მეშვეობით, თირკმელებიდან, ნაწლავებიდან და ასევე ძილის დროს. ამიტომ სრულფასოვანი ძილი ერთერთი კარგი საშუალებაა.
არსებობს ხანგრძლივი და შრომატევადი მეთოდები ორგანიზმის გასუფთავებისა. აქ კი გთავაზობთ უბრალო და მარტივ მეთოდებს.

1. წყალი პლიუს მარილი.

დაიწყეთ დღე 250 გრამი სუფთა დასალევი წყლით, მაგრამ მარტო წყალი არ არის საკმარისი, ამიტომ შემდეგ აიღეთ არაიოდიზირებული მარილი და გაწუწნეთ. შემდეგ ისევ დააყოლეთ წყალი. ეს მეთოდი განკუთვნილია ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რათა დაავადების ფონზე არ გამოიწვიოს გართულება.

2. ზეითუნის ზეთი.

მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთის მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე საკმარისისა იმისთვის, რომ თქვენი კანი გახდეს ელასტიური და ნაზი და ორგანიზმიც გაჯანსაღდეს. ვისაც აწუხებს მისი სპეციფიური გემო, შეუძლია მიიღოს მხოლოდ ერთხელ დილით უზმოზე, რაც შეუმსუბუქებს მის ღვიძლს დატვირთვას.

3. პოლიფეპანი.

ეს წამალი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანიზმის გასაწმენდად. მას გამოიყენებენ კუჭნაწლავის დარღვევის დროს, მაგრამ ასევე მითითებულია, რომ შესაძლებელია ორგანიზმის გაწმენდა. მისი შეძენე შესაძლებელია აფთიაქში.

4. ოყნა.

ეს არის მრავალსაუკუნოვანი მეთოდი და კარგი საშუალება ორგანიზმის გასაწმენდად. მსხვილ ნაწლავში ჩნდება ნალექი და ოყნის საშუალებით ის ჩამოირეცხება. აიღეთ ერთი ლიტრი თბილი წყალი და გაიკეთეთ ოყნა, ასევე კარგია გვირილის ნახარშის შერევა. ასეთი მეთოდით მალე განთავისუფლდებით ტოქსინებისაგან.

5. შარდმდენები.

ცნობილია, რომ ორგანიზმის ფილტრი არის თირკმელები და დროთა განმავლობაში ისიც საჭიროებს გაწმენდას. ამისთვის კარგია შარდმდენი ჩაის მიღება, რომელიც იყიდება აფთიაქებში. ან დილით მიიღეთ სუფთა ნატურალური წვენები. ესენი გამოდევნიან ორგანიზმიდან ჭარბ ტოქსინებს.dieta

არაჩვეულებრივი საშუალებაა ხილის და ბოსტნეულის გამოყენება. მიიღეთ წვენები, რომელებსაც თავად გამოწურავთ, ბოსტნეულის სალათები, კარგია საზამთრო, გვირილა, კამა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ნიორი, ჭარხალი, ბრინჯი, განსაკუთრებით ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა…

თვეში ერთხელ შეგიძლიათ მიმართოთ ამ მეთოდს. ერთ დღეს არ შეჭამოთ არაფერი და დიდიდან სვით გადადუგებული გაციებული წყალი, რაც შეიძლება ბევრი. საღამოს კი თბილი წყლის ოყნა გაიკეთეთ.

იზრუნეთ ქოგანიზმზე და იქნებით ჯანმრტელები და ლამაზები დიდი ხნის განმავლობაში.

წინა «
შემდეგი »