როგორ გავიწმინდოთ სისხლი

  • marinola
  • სექტემბერი 6, 2012

სისხლის გაწმენდასისხლი კარგად იწმინდება ორთქლის პროცედურებითა და ახალმომზადებული წვენებით. ამ ღონისძიებათა მონაცვლეობა საშუალებას იძლევა კანის ფორების საშუალებით მოვიშოროთ წიდები და სხვა მავნე ნივთიერებები. ორთქლის აბაზანების შემდეგ მიღებული ახლადგამოწურული წვენები ორგანიზმს სუფთა სითხით ავსებს.

ორთქლის პროცედურების შემდეგ ვაშლისა და ჭარხლის 200-300 გრ. წვენის მიღება არა მარტო ასუფთავებს სისხლს, არამედ ორგანიზმს რკინით ამარაგებს და ჰემოგლობინსაც ზრდის.

ზამთარში კარგია სტაფილოს წვენი. იგი ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციის, თვალის, ყელის, გლანდების, თავის ქალის ღრმულების და საერთოთ სასუნთქი გზების დაავადებების მიმართ. კარგად იწმინდება ღვიძლიც – წვენი შლის სანაღვლე გზების დამცობ ნივთიერებებს. კაროტინის შემცველობის გამო სტაფილოს წვენი ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებით. კანის, შინაგანი ორგანოებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი ყოველთვის შესანიშნავ მდგომარეობაში იქნება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით სტაფილოს წვენი შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღოთ. როგორც დაკვირვებიდან ჩანს, სტაფილოს წვენი საგრძნობლად აუმჯობესებს ონკოლოგიურ ავადმყოფთა მდგომარეობას.

წინა «
შემდეგი »