როგორ გავიხანგრძლივოთ ცხოვრება – 13 რჩევა

  • tatatatusi
  • ნოემბერი 7, 2013

ცხოვრება მშვენიერია1 – ეცადეთ, რომ ტვინს ხშირად მიაწოდოთ რაიმე დავალება. მაგალითად, ამოხსენით კროსვორდები, ისწავლეთ ლექსები. დიდ ბრიტანეთში გამოკვლევის შედეგებით, თუ ვიმსჯელებთ, სტატისტიკურად გაცილებით ნაკლებად იღუპებიან გონება ნავარჯიშები ადამიანი.

2 – პომიდორი (ტომატი) ამცირებს გულის დაავადების პროცენტულობას, ეცადეთ, რომ ხშირად მიირთვათ მსგავსი საკვები, თუმცა ზედმეტი და უზომო რათქმაუნდა არ არის მიზანშეწონილი.

3 – კარგი იქნება თუ დიდ დროს დაუთმობთ ახლო ნათესავებს, “ჰარვარდის” უნივერსიტეტის მედიცინის ლექტორებს თუ დავუჯერებთ, სისხლის ნათესავებთან ხშირი ურთიერთობა კარგად მოქმედებს წნევის რეგულირებაში. ასევე დაგეხმარებათ მავნე ჩვევების მოსაშორებლად.

4 – იტალიელმა მკვლევარებმა, დაადგინეს, რომ დაოჯახებულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე დასაოჯახებლები..

5 – ეცადეთ, რომ მაღვიძარე, ანდაც რაიმე ნივთი, რომელიც გაღვიძებთ მოულოდნელად და მას დიდი ხმა აქვს შეძლებისდაგვარად თქვენგან შორს იყოს. იაპონოლი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მოულოდნელად გაღვიძება იწვევს გულის დაავადებებს.

6 – პურის კანი ანუ პურის გარე ნაწილი, ბევრად სასარგებლოა ვიდრე თავად პური. მკვლევარები გვირჩევენ, რომ გამუდმებით თუ არა შიგადაშიგ მაინც მივირთვათ პურის გულის ნაცვლად მხოლოდ კანი.

ბედნიერად ცხოვრება

7 – გერმანელი ფილოსოფოების მტკიცებით, ბევრად გაიხანგრძლივებთ ცხოვრებას, თუ გარშემო მყოფებს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობთ, არ მიაქცევთ ყურადღებას თუ თქვენზე რას იტყვიან და ა.შ.  ამდაგვარი რჩევაც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით – თუნდაც მეტროში როდესაც ცხადდება სადგურის სახელწოდება, გაიმეორეთ ხმამაღლა იგივე. თავიდან შეატყობთ როგორი რეაქცია ექნება ხალხს, მაგრამ თანდათან მიეჩვევით და გარკვეული დროის შემდეგ სრულიად სულ ერთი იქნება თქვენთვის სხვისი აზრი.

8 – ძალზედ სასარგებლოა თუ სახლში რაიმე შინაური ცხოველი გეყოლებათ.. ასევე დამტკიცებულია, რომ თევზების ყურება საკმაოდ კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

9 – მიირთვით სუფთა შოკოლადი, არანაირი კანფეტები და მსგავსი. სუფთა შოკოლადში შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ხელ უშლიან გულის დაავადების და კიბოს წარმოქმნას.

10 – უამრავი ადამიანი რომელნიც უკვე 100 წელს გადაცილებულნი არიან, ამბობენ რომ სიკვდილზე არ ფიქრობენ, ხოლო ამაში ეხმარებათ ის რასაც აკეთებენ. ეს კი არის – თუნდაც უცხო ენების სწავლა, რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტის შესწავლა. ანუ ეცადეთ აღმოაჩინოთ რაიმე ახალი რაც გაგიტაცებთ და სტიმულს შეგმატებთ.

11 – კლასიკური მუსიკის მოსმენა მშვენიერი საშუალებაა ნერვების დასაწყნარებლად, დასამშვიდებლად, უბრალოდ დასასვენებლად. ექსპერტები ყველაზე მეტად ბეთხოვენს გვირჩევენ.

12 – ეცადეთ არ დაემალოთ მზეს და მის სხივებს. მზის სხივი შეიცავს ვიტემინ “დ” ს  რომელიც ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს და ასევე გვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში. ხოლო დეპრესიისგან კი ხშირად ჩნდება უამრავი სასიკვდილო დაავადება.

13 – ფრანგები გვირჩევენ რაც შეიძლება მეტი ვიცეკვოთ, ხოლო ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო და რეიტინგული მათი აზრით  არის “სალსა”.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.