როგორ გავლენას ახდენს ჩვენზე კონფლიქტი?

  • pkzeze
  • May 21, 2013
  • 0

konfliqti_iHOW.GEკონფლიქტი განსხვავებული შეხედულებების შეჯახებაა. ის ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია. კონფლიქტი თავს იჩენს ოჯახში, სკოლაში, სამსახურში…  კონფლიქტი ხდება ქვეყნებს, სახელმწიფოებს, რელიგიებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორისაც. არსებობს აგრეთვე შიდაპიროვნული კონფლიქტები, როდესაც ერთ ადამიანში ერთმანეთს ეწინააღმდეგება სხვადასხვა სურვილები ან ინტერესები.
შესაძლოა, შენ გახსენდება შემთხვევები, როცა კონფლიქტის გამო ურთიერთობები გაგიფუჭდა მეგობართან, კონფლიქტურ სიტუაციაში დამარცხდი, შენმა მოწინააღმდეგემ კი გაიმარჯვა. უარყოფითი გამოცდილების გამო ჩვენ ხშირად თავს ვარიდებთ აშკარა კონფლიქტს.
არადა, კონფლიქტს დადებითი მხარეებიც აქვს: ის ცვლილების საფუძველია, ის გვეხმარება ახალი მიზნების დასახვაში, იდეების მოფიქრებაში, ახალი ურთიერთობების დამყარებაში. კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა, ის არც დადებითია და არც უარყოფითი. ის ენერგიის წყაროა, რომლისგანაც ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს.კონფლიქტში მთავარია კონფლიქტის გადაჭრა და არა მართალისა და მტყუანის გამოვლენა.

როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტი ჩვენს სასარგებლოდ?

მოუსმინეთ მოწინააღმდეგის აზრს – აქტიური მოსმენის კულტურა კონფლიქტური სიტუაციის არსებობისას საერთო ენის გამონახვაში გვეხმარება;

გაითვალისწინეთ სხვისი შენიშვნები – კონფლიქტის ღიად განხილვისას თქვენ შეგიძლიათ დააზუსტოდ ინფორმაცია, გაიგოთახალი საკუთარი თავისა და მოწინააღმდეგის შესახებ;

შემოქმედებითად მიუდექით კონფლიქტს – მონახეთ საინტერესო, ყველასთვის მისაღები გამოსავალი, მოიფიქრეთ ახალი იდეები.

წინა «
შემდეგი »