როგორ გავრეცხო მანქანა?

  • zviadii
  • ნოემბერი 26, 2014

მანქანის გარეცხვათუ გსურთ, რომ თქვენი ავტომობილი მოგემსახუროთ მრავალი წლის მანძილზე და ამასთან გამოიყურებოდეს, ისე როგორც ახალი ნაყიდი აუცილებელია დროდადრო გარეცხოთ იგი. არაა აუცილებელი მუდამ სარგებლობდეთ სპეციალისტის მომსახურებით ამ სფეროში, თქვენ დამოუკიდებლადაც შეძლებთ მანქანის გარეცხვას ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. არც ისე რთული რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ გარეცხოთ თქვენი “რკინის ცხენი” სწორად და თავიდან აიცილოთ შეცდომები.

1. თავდაპირველად საჭიროა მოაცილოთ მიკრული მიწა და კენჭები, რომელთაც შეუძლიათ დატოვონ ნაჩხაპნი ლაკირებულ ზედაპირზე. თუ ჭუჭყი მიმხმარია. მოალბეთ რამდენიმე სათლი (ვედრო) თბილი წყლის მისხმით, ან წყლის ჭავლით მილიდან, წინააგმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დააზიანოთ მანქანის ზედაპირი რეცხვის დროს.

2. ახლა საჭიროა თბილ წყლიან სათლში  გავაზავოთ ცოტაოდენი ავტოშამპუნი და მოვურიოთ აქაფებამდე, საგულდაგულოდ დავასველოთ დიდი ღრუბელი (გუბკა) და შევუდგეთ გაწმენდით პროცედურას, რომელიც იწყება სახურავიდან. შემდეგი თანმიმდევრობით გარეცხეთ შუშები (არ დაგავიწყდეთ მათი კარგად დაკეტვა), საბარგული, კარებები და ძარა. ჭუჭყი რომელიც მდებარეობს ბუფერებს (ბამპერი) ქვემოთ უნდა გაირეცხოს ბოლოსკენ.

მანქანა

 

3. უნდა აუჩქაროთ, რათა შამპუნი არ შეშრეს. როგორც კი მორჩებით ზედაპირის დამუშავებას, დიდი მოცულობის თბილი წყლით ჩამორეცხეთ ქაფი, თან გამოიყენეთ მილიც. წყლიანი პროცედურების შემდგომ საჭიროა საგულდაგულოდ გამშრალება რაშიც დაგეხმარებათ ნატის (ზამში) ნაჭერი. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი არსად გროვდებოდეს. თუ შეამჩნევთ, რომ სადღაც ჭუჭყი დაგრჩენიათ, დაასვლეთ თბილი წყლით და ფრთხილად მოაცილეთ რბილი ღრუბლით.

4. გაუკეთეთ მანქანის ზედაპირს პოლირება სპეციალური პოლიროლით. რაც დამატებით იძლევა მანქანის ჭუჭყისგან დაცვის შესაძლებლობას. ეს საშუალება დავიტანოთ ნოტიო ძარაზე რბილი ღრუბლით და შემდგომ გავწმინდოთ სიმშრალემდე.

5. დასასრულს შეიძლება მოვაწესრიგოთ სალონი. თავდაპირველად საჭიროა ამოვიღოთ ხალიჩები და საგულდაგულოდ გავრეცხოთ ისინი და გავაშროთ. ყველა ნაგავი რასაც კი ნახავთ გადაყარეთ. ყველაფერი რისი ამოღებაც შესაძლებელია სალონიდან ამოიღეთ: ტუმბო, დასაჯდომი და სხვა. შემდეგ სველი ნაჭრით გაწმინდეთ ჭუჭყისა და მტვრისგან მოწყობილობათა პანელი, სავარძლები, შუშები, შიდა კედლები და ჭერი. თუ საჭიროა გამოიყენეთ პროფესიონალური საწმენდი საშუალებები. ახლა შესაძლებელია კარგად გაანიავოთ სალონი და შემდეგ დააბრუნოთ ყველა ნივთი ადგილზე.

ყინვაში რეცხვა

არ შეიძლება მანქანის რეცხვა თუ გარეთ ტემპერატურა -10 გრადუსია. რეცხვის შემდეგ მანქანის 100%-ით გაშრობა შეუძლებელია, ხოლო წყალმა რომელიც სადღაც დარჩენილია შეიძლება გამოიწვიოს ბზარების გაჩენა შუშებსა და ფარებზე, ხოლო უარეს შემთხვევაში – რადიატორის გახეთქვა.

უმჯობესია მანქანის შენობაში გარეცხვა. თუ მაინც ქუჩაში გადაწყვეტთ რეცხვას მაშინ შეარჩიეთ კარგი ამინდი. ძალიან მზიანი ამინდიც არ ვარგა.

წინა «
შემდეგი »