როგორ გავუმკლავდეთ წინასაახალწლო სტრესს?

  • tatatatusi
  • December 3, 2013
  • 0

ახალი წელი სადღესასწაულო დღეების მოახლოვებასთან ერთად ჩვენი ცხოვრების ტემპიც იცვლება- დავრბივართ მაღაზიებში, ვიძენთ საჩუქრებსა თუ პროდუქტებს და ამ ორომტრიალში საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება.

იმისათვის, რომ არაფერი დაგვავიწყდეს, უნდა მივუჯდეთ საწერ მაგიდას და ქაღალდზე ყველაფერი ჩამოვწეროთ, ისიც კი, რაც წინა წელს ამავე პერიოდში ყურადღებიდან გამოგვრჩა და შემდეგ ვინანეთ.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დავზოგოთ ენერგია, დრო, ნერვები და ჯანმრთელობა. ალბათ დაგვეთანხმებით, არავის სურს, ახალწელს ულამაზოდ, დაღლილ-დაქანცული შეხვდეს. მაშ ასე, დავეხმაროთ ჩვენს თავს, წინასაახალწლო სტრესის გამკლავებაში. როგორ მოვიქცეთ?

ვეცადოთ კარგად გამოვიძინოთ. თუ ღამე ადრე დაძინებას ვერ ვახერხებთ, მაშინ დღის განმავლობაში 1 საათი მაინც უნდ აგამოვძებნოთ დრო რათა ცოტახანს მაინც წავძინოთ.

დავლიოთ, რაცშეილება მეტი სითხე- უმჯობესია მინერალური წყალი. დღეში 8-10 ჭიქა ის რაოდენობა, რაც აუცილებელია სტრესთან და დაძაბულ რეჯიმთან გასამკლავებმად, მით უფრო, თუ ალკოჰოლით თავის განებივრება დროზე ადრე დავიწყეთ. წინასაახალწლო მარათონის დროს გადაღლილი ორგანიზმისათვის ერთი ბოკალი ღვინოც საკმარისია, რათა კანი მოიმჩვაროს.

უნდა ვეცადოთ პროტეინებთ მდიდარი საკვები მივიღოთ, თევზეული, ქათმის ხორცი… ეს აუცილებელია,რათა დაძაბულ ორგანიზმს დავეხმაროთ.

ძალზედ სასიამოვნოა, როდესაც ბრწყინვალე საახალწლო სუფრას მშვენიერი და თვალებგაბრწყინებული დიასახლისიც რომ ამშვენებს.

წინა «
შემდეგი »