როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვის ფსიქიკას

  • marinola
  • სექტემბერი 4, 2012

ნერვიულობააღზრდის თვალსაზრისით გარდატეხის ასაკი ყველაზე მძიმეა.  2-დან 17 წლამდე ხდება ბავშვის ყმაწვილობაში გადასვლა, რასაც ახლავს აქტიური სქესობრივი მომწიფება. ბავშვს ჰგონია, რომ უკვე დიდია, ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ დროს ოჯახსა თუ სკოლაში კვლავ პატარად მიიჩნევენ. ამიტომ უჯანყდება მთელ სამყაროს – გამომწვევად იქცევა, უხეშობს, ჩხუბობს.

გვთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება მშობლებს, მოზარდთან ისე მოაგვარონ ურთიერთობა, რომ არ დაირღვეს ბავშვის უფლებები და არც ფსიქიკა დაუზიანდეს.

პირველ რიგში უფლება მიეცით დამოუკიდებლად აირჩიოს  ესა თუ ის გატაცება, მოგწონთ თუ არა ეს თქვენ და ნახავთ, რომ ბავშვი აუცილებლად დადებითად შეაფასებს თქვენს საქციელს. წინააღმდეგობა მხოლოდ ურჩობას გამოიწვევს. გახსოვდეთ რომ ამ ასაკში მოზარდები ადვილად ბრაზდებიან – იყავით კორექტულები. როცა ბავშვს ჯიბის ფულს აძლევთ , უფლება მიეცით ისე ხარჯოს, როგორც სურს. მაშინაც კი, როცა მიგაჩნიათ, რომ ფული ქარს გაატანა. თუ მას სურს იყოს დამოუკიდებელი თქვენც ისე მოექეცით, როგორც დიდს. თუ თავად მოისურვებს ფულის შოვნას ხელი შეუწყვეთ, ამით მასში გაიღვიძებს პასუხისმგებლობის გრძნობა. არავითარ შემთხვევაში არ მოახვიოთ თავს თქვენი შეხედულებები – ის ვერ მოითმენს ავტორიტარულობას, თითოეული თქვენი მოთხოვნა უნდა იყოს საფუძვლიანი და ბავშვთან შეთანხმებული. თუ მკაცრად მოსთხოვთ, რომ კონკრეტულ საათზე იყოს შინ, ღმერთი არ გაუწყრეს და არ დაიგვიანოს, ამას მოჰყვება ჩხუბი და კამათი.

აუხსენით, როგორც დიდს, რომ მის მოსვლამდე ვერ დაიძინებთ, მეორე დღეს კი ადრე ხართ ასადგომი.

დაივიწყეთ მშობლის უფლებები და დაუმეგობრდით.

საჭიროა პატივი სცეთ მის ცხოვრებას, მოუსმინოთ მას და გვერდზე დაუდგეთ.

ენდეთ, მაგრამ აკონტროლეთ, ოღონდ ძალიან დიპლომატიურად, რომ არ შელახოთ მისი თავმოყვარეობა.

წინა «
შემდეგი »