როგორ გავუწმინდოთ ყურები ახალშობილს?

  • commail.comedyin
  • აპრილი 7, 2014

ახალშობილიახალგაზრდა დედასთვის ახალშობილი ბავშვის ყურის გაწმენდა ხშირ შემთხვევაში რთულ ამოცანას წარმოადგენს, რადგან პატარას ყურები ძალიან თხელი და ნაზია და მათი დაზიანება ტრაგედიის ტოლფასია. აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ ახალშობილის ყურის გაწმენდის წესები, რადგან ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილები, ყურებიც ითხოვენ მუდმივად ჰიგიენას დაცვას.

ჩვილიყურის გაწმენდისთვის საუკეთესო დროა როცა ბავშვს აბანავებთ. ბავშვი დაბანეთ თბილ და არა ცხელ წყალში, გამოიყენეთ რბილი ღრუბელი, იმისათვის, რომ დავბანოთ პატარას ყურები, ხელით საიმედოდ დაიჭირეთ თავი და ოდნავ წამოუწიეთ.

 

ყურიბავშვის ყურების დასაბანად გამოიყენეთ სველი პირსახოცი, ან ბამბის მრგვალი ტამპონი, არ გამოიყენოთ საპონი, საკმარისია, თუ ყურის ნიჟარებს ხელით, დელიკატურად გავუსუფთავებთ, განსაკუთრებით გულდასმით გაუწმინდეთ ყურის უკანა ნაწილი, ყველაზე მეტი ჭუჭყი იქ გროვდება. დაასველეთ პირსახოცი ან ბამბის ტამპონი და ამით გაუწმინდეთ გარეთა მხარე. ამის შემდეგ ყური გაუმშრალეტ მშრალი პირსახოცით.

ბამბის ჩხირებიშემდეგ, გამოიყენეთ ბამბის ჩხირები, რომელსაც აქვს სპეციალური შემაკავებელი საზღვარი. ფრთხილად ჩაუყავით პატარას ყურში, მაგრამ ღრმად არა და ნაზად წრიული მოძრაობით გაუწმინდეთ, ამით თქვენ გაწმენდთ ყურის არხებს.

 

ბავშვიყურის წმენდისას არ დაგავიწყდეთ თვითონ ბავშვი, ყურადღება მიაქციეთ რომ პატარა თავს გრძნობდეს კომფორტულად და თბილად. საჭიროების შემთხვევაში შეახვიეთ თბილ პირსახოცში.

წინა «
შემდეგი »