როგორ გავყინოთ ბაზილიკა?

  • An'na
  • იანვარი 14, 2016

ბაზილიკიბაზილიკის ფოთლები გამოირჩევა, როგორც სამკურნალო ასევე კულინარიული თვისებებით. ამის გარდა მათ ძალიან კარგი სუნი აქვთ. ბაზილიკის ფოთლები სასარგებლო ნივთიერების მდიდარი წყაროა. უმრავლეს საჭმელს აძლევს არაჩვეულებრივ არომატს. თქვენ შეგძლიათ გაყინოთ ბაზილიკა და გამოიყენოთ მთელი წლის განმავლობაში.

 

მეთოდი 1: ბაზილიკის პიურის გაყინვა

1. მაკრატლით მოაცალეთ ღეროს ბაზილიკის ფოთლები და ღერო გადააგდეთ. გაყინვის დროს ღერო არ არის საჭირო. თუ თქვენ მოკრეფთ ბაზილიკს ბაღში ზრდის პერიოდში,მაშინ ზემოდან  12–15 სანტიმეტრი მცენარე, რომ გააგრძელოს ზრდა. კარგად გარეცხეთ შემდეგ ჩადეთ საწურ ჯამში და კარგად გააშრეთ.

  •  ქაღალდის პირსახოცით კარგად და ნაზად გამოაშრეთ, გამოიჩინეთ მის მიმართ დიდი სიფრთხილე რადგან ბაზილიკის ფოთლები არიან ძალიან სათუთები.  ან უბრალოდ დატოვეთ ქაღალდის პირსახოცზე გამოსაშრობად. ეს შეამცირებს მისი დაზიანების შანსს.

საწური

2. მოათავსეთ ბაზილიკა სამზარეულოს კომაბაინში.  გაავსეთ კომბაინის ჯამი, მაგრამ ძალიან არ გამოტენოთ. დააყენეთ კომბაინი პულსის რეჟიმზე, რომ ბაზილიკა აიჩეხოს. ასე თქვენ მიიღებთ მსხვილ დაჩეხილ ფოთლებს, თუ თქვენ გინდათ გააკეთოთ პასტა. თუ უფრო წვრილად გინდათ დაჩეხვა, უფრო დიდი ხანი დაამუშავეთ.

3. დაჭრის დროს მოასხით ბაზილიკას ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი არ მისცემს მას გაშავების უფლებას და გაყინვის დროს  ზეთი აძლევს არომატულ გემოს. გამოიყენეთ 2–3 სადილის კოვზი ზეთი. ზეითუნის ზეთის გამოყენება სავალდებულო არა არის. თუ არ გინდათ გამოიყენოთ ზეთი და მაინც გინდათ,რომ ბაზილიკს ყინულის ფორმა ქონდეს მაში კომბაინში ჩაასხით წყალი, რომ გამოვიდეს ფაფისებური მასა.

ზეთი

4. კოვზით გადაანაწილეთ ბაზილიკის დაჩეხილი ფოთლები გასაყინ კონტეინერში ან ყინულის ფორმებში. როდესაც ყინულის ფორმებში გაიყინება (გაყინვისათვის სჭირდება 12 საათი), მაშინ შეგიძლიათ გადმოიტანოთ დიდ კონტეინერში.

5. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ბაზილიკი თვეების განმავლობაში. ძირითადად ზამთრის თვეებში. ცხელ კერძში შეგიძლიათ გაყინული ჩააგდოთ და დაელოდოთ, სანამ დადნება.

  • თუ ძალიან ბევრი ბაზილიკა გაქვთ გაუნაწილეთ მეგობრებს– ისინი ამის გამო დიდ მადლობას გეტყვიან.

გაყინული ბაზილიკი

მეთოდი 2 ახალი ბაზილიკას გაყინვა

1. ღეროს მოაცალეთ ან მოჭერით ფოთლები. ძირფესვიანად გარეცხეთ, მოათავსეთ საწურში და შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის პირსახოცზე. ჩადეთ წყლიან ჯამში ცოტა ყინული. აადუღეთ იმდენი წყალი, რომ ბაზილიკის ფოთლები დაიფაროს.

2. ჩაყარეთ ბაზილიკის ფოთლები ჯამში და დააგვულეთ 5–10 წამის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს და შემდეგ გადმოიღეთ ჯამი გვერდზე. საწურის მეშვეობით გადაიტანეთ ფოთლები ყინულიან ჯამში.

ყინულიანი წყალი

3. გაშალეთ ფოთლები ქაღალდის პირსახოცზე. ეს ყველაზე გრძელი პროცედურაა, რადგან ფოთლები კარგად უნდა გამოშრეს. სათითაოდ უნდა გადაიტანოთ ფოთლები ქაღალდის პირსახოცზე და 5–10 წუთის განმავლობაში უნდა გამოაშროთ.

4. დაალაგეთ ფოთლები თეფშზე ან ლითონის ლანგარზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. სწრაფად გაყინეთ ფოთლები. ჩადეთ ბაზილიკიანი ლანგარი საყინულეში და გაყინეთ. გაყინვის შემდეგ გამოიღეთ საყინულიდან. მოათავსეთ ფოთლები კონტეინერში ან პლასტიკურ პარკში, რომელიც მჭიდროდ იკეტება.

გავყინოთ

მეთოდი 3 ახალი ბაზილიკის სწრაფი გაყინვა

1. მოაჭერით ფოთლები ღეროს. ძირფესვიანად გარეცხეთ ბაზილიკის ფოთლები ცივ წყალში. დაალაგეთ ბაზილიკის ფოთლები მაგიდაზე, თეფშზე ან  ლანგარზე და გააშრეთ 30 წუთის განმავლობაში. ფოთლების გაშრობის პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცი.

2. ჩაალაგეთ ბაზილიკის ფოთლები შესანახ პაკეტში ან კონტეინერში. ფოთლები ფენა–ფენა უნდა იყოს ჩალაგებული და უნდა დარწმუნდეთ, რომ ფოთლები კარგადაა გამშრალი ეს იმას უზრუნველყოფს, რომ ფოთლები ერთმანეთს არ მიეწებება.

გაყინულია

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.