როგორ გავყინოთ ბოსტნეული?

  • An'na
  • February 6, 2016
  • 0

ბოსტნეული

თქვენი ბაღი სავსეა ბოსტნეულით? იქ იმაზე მეტია რაც თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ? თუ თქვენ იმდენი ბოსტნეულია, რომ ამდენს ვერ გამოიყენებთ, შეგიძლიათ ისინი გაყინოთ. წაიკითხეთ ეს სტატია, იმიტომ რომ გაიგოთ როგორ გაყინოთ ზედმეტი ბოსტნეული.

მეთოდი 1/2 ბოსტნეულის გამზადება

1. გარეცხეთ ბოსტნეული. გარეცხეთ ბოსტნეული ცივ წყალში,მოაცალეთ ჭუჭყი. შემდეგ გაამშრალეთ ბოსტნეული ქაღალდის პირსახოცით.

2. დაჭერით ბოსტნეული.  დადეთ დაფაზე და დაჭერით იმ ზომაზე,რა ზომაც დაგჭირდებათ შემდეგ გამოყენებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაყინოთ დაუჭრელი ბოსტნეულიც.

3 წამოადუღეთ ბოსტნეული. მზარეულები გვირჩევენ გაყინვამდე ბოსტნეულის წამოდუღრბას. ეს არის ჩქარი ხარშვა ადუღებულ წყალში,იმიტომ რომ მათ შეინარჩუნონ თავისი სტრუქტურა გაყინვის შემდეგ. აადუღეთ წყალი ქვაბში და ჩადეთ ადუღებულ წყალში ბოსტნეული რამდენიმე წუთით.

4.გაამზადეთ ჯამი ყინულით. გადაიტანეთ ბოსტნეული ადუღებული წყლიდან,ყინულიან წყალში. შემდეგ ეს წყალი გადაღვარეთ.

მეთოდი 2/2 ბოსტნეულის გაყინვა

1. დაალაგეთ ბოსტნეული ლანგარზე. დაალაგეთ ერთ ფენად და თანაც ისე,რომ ერთმანეთს არ ედებოდეს. თუ შემდგომ მომზადებისთვის არ ეს არ არის პრობლემა,შეგიძლიათ დაალაგოთ ბოსტნეული უფრო მჭიდროდ.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გაყინოთ ბოსტნეულის დაქუცმაცებული ნარევი. შეგიზლიათ ჩადოთ ყინულის ფორმაში შეავსოთ წყლით. ბოსტნეული გაიყინება კუბიკებად.

2. მიიღეთ ზომები,რომ ბოლომდე არ გაიყინოს. როდესაც ბოსტნეულზე მოქმედებს საყინულის ყინულიანი ჰაერი,ბოსტნეულს აქვს უცნაური გემი და უჩნდება ყავისფერი ლაქები. ეს,რომ თავიდან აიცილოთ უნდა შეახვიოთ ბოსტბეული ალუმინის ფოლგაში,ან პერგამენტის ქაღალდში.

3. ჩადეთ ბოსტნეული საყინულეში. შეახვევთ თუ არა ბოსტნეულს,მოათავსეთ საყინულეში შემდეგ მოხმარებამდე.

  • ბოსტნეული ასევე შეიძლება ჩავდოთ ჰერმეტულ პაკეტში.
წინა «
შემდეგი »