როგორ გავყინოთ და მოვამზადოთ “ბროკოლი”?

  • An'na
  • May 13, 2014
  • 0

ბროკოლიბროკოლის სეზონი ზაფხულია, თუმცა თუ თქვენ მას გაყინავთ, შეგეძლებათ სიამოვნება მიიღოთ მთელი წლის განმავლობაში. ბროკოლის გაყინვა ადვილია და თქვენ გაგიკვირდებათ როდესაც გაიგებთ რომ სახლის პირობებში გაყინული ბროკოლი უფრო გემრიელია ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. აქ არის 3 მეთოდი თუ როგორ შევინახოთ ბროკოლი: გაყინული, შემწვარი და სადილის სახით.

 

   

მეთოდი 1: გაყინვა

ნაბიჯი 1 – ბროკოლის გაყინვა:

შეიძინეთ ბროკოლი შუა სეზონში, ივნისში ან ივლისში. ბროკოლს უნდა ქონდეს მწვანე, მჭიდრო ნაყოფი, რომელსაც ჯერ არ დაუწყია გაყოფა და გაყვითლება. არ იყიდოთ ყავისფერლაქებიანი და დაზიანებული ბროკოლი.

 

ბროკოლის შერჩევა

ნაბიჯი 2 – ბროკოლის გაყინვა:

დარწმუნდით რომ ბროკოლი კარგადაა გარეცხილი.

ბროკოლის გარეცხვა

 

  • თუ თქვენს რაიონში მრავლადაა ჭიები და მწერები, ბროკოლი ნახევარი საათით დატოვეთ მარილის ხსნარში. ეს მარილის ხსნარი მოკლავს მწერებს და ჭიებს და ამოატივტივებს მაღლა.
  • მოაცალეთ ბროკოლს ფოთლები.

 

ბროკოლის ფოთოლი

ნაბიჯი 3 – ბროკოლის გაყინვა:

დაჭერით ბროკოლი 0.6 სმ ნაჭრებად და გადააგდეთ მაგარი დაბოლოება.

ბროკოლის დაჭრა

ნაბიჯი 4 – ბროკოლის გაყინვა:

ჩადეთ ბროკოლი ჯამში და დაასხით წყალი. შემდეგ დააწურეთ ნახევარი ლიმნის წვენი ჯამში მოთავსებულ ბროკოლს და დაიცადეთ 5 წუთი. გადავწუროთ ლიმნის წვენი და წყალი ქვაბში.

 

ბროკოლი და ლიმონი

ნაბიჯი 5 – ბროკოლის გაყინვა:

დაამატეთ ქვაბში წყალი. წყლის რაოდენობა უნდა განვსაზღვროთ სპეციალური საზომით. მაშინ წყლის დონე უნდა იყოს 2.5 სანტიმეტრი. გაზომვის შემდეგ საზომი ამოიღეთ.

  • თუ თქვენ არ გაქვთ ეს საზომი, მაშინ წყალი ჩაასხით იმ ზომამდე რომ ბროკოლი დაიფაროს

წყლის საზომი

ნაბიჯი 6 – ბროკოლის გაყინვა:

დაახურეთ ქვაბს თავსახური და მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე.

ქვაბი

ნაბიჯი 7 – ბროკოლის გაყინვა:

ჩადეთ ბროკოლი ორთქლის კალათაში და ჩადეთ ადუღებულ წყალში (ნაბ. 6). ბროკოლი 5 წუთში მზად იქნება.

  • თუ არ გაქვთ ეს კალათა, ჩადეთ ბროკოლი 2 წუთით და ადუღეთ, შემდეგ კი ქაფქირით ამოიღეთ.

 

ბროკოლი ქვაბში

ნაბიჯი 8 – ბროკოლის გაყინვა:

ამოიღეთ ბროკოლი და ეგრევე გააციეთ. დაიჭირეთ გამდინარე წყლის ქვეშ  ან ჩადეთ ყინულიან წყალში.

  • თუ არ გამოიყენეთ ორთქლის კალათა, მაშინ ბროკოლი გადაიტანეთ საწურზე და ისე გააციეთ.

 

ბროკოლი საწურზე

ნაბიჯი 9 – ბროკოლის გაყინვა:

გადაწურეთ ზედმეტი წყალი.

 

წყლის გადაწურვა

ნაბიჯი 10 – ბროკოლის გაყინვა:

გაანაწილეთ ბროკოლი პორციებად პოლიეთილენის პარკებში და ისე გაყინეთ. ასე განაწილება თქვენ საშუალებას მოგცემთ გამოღების შემდეგ გაალღოთ  ის რაოდენობა რაც გჭირდებათ და არა მთელი ბროკოლი.

  • თუ თქვენ გაქვთ ჰერმეტული პარკი, მაშინ ბროკოლის მოთავსების შემდეგ მჭიდროდ დაკეტეთ და მოათავსეთ წვრილი მილი. შემდეგ ამ მილით პარკიდან ჰაერი ამოქაჩეთ ჰაერი და დაკეტეთ.

 

ბროკოლი ჰერმეტულ პარკში

ნაბიჯი 11 – ბროკოლის გაყინვა:

დააწერეთ ბროკოლის პარკს თარიღი და შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ სასარგებლო და გემრიელი საკვებით 9 თვის განმავლობაში.

 

ბროკოლის დათარიღება

მეთოდი 2: გაყინული ბროკოლის სწრაფი მოხარშვა

ნაბიჯი 1 – ბროკოლის მოხარშვა:

აადუღეთ დიდ ქვაბში წყალი. დიდი ქვაბი იმისთვისაა საჭირო რომ ბროკოლი მალე ადუღდეს. პატარა ქვაბში გაყინული ბროკოლის ჩაყრის შემდეგ წყალი მალე გაცივდება.

 

ქვაბი

ნაბიჯი 2 – ბროკოლის მოხარშვა:

გამოიღეთ ბროკოლი საყინულიდან.

გაყინული ბროკოლი

 

ნაბიჯი 3 – ბროკოლის მოხარშვა:

ჩაყარეთ ბროკოლი ადუღებულ წყალში და გააჩერეთ წუთი ან წუთ–ნახევარი. მთელი ეს დრო საჭიროა გაყინული ბროკოლის აღდგენისთვის.

  • თუ თქვენ ბროკოლს დიდხანს მოხარშავთ, მაშინ იგი გაიჟღინთება წყლით და დაიშლება.
  • არ ჩადოთ ბროკოლი სანამ წყალი არ ადუღდება.

 

ბროკოლი წყალში

ნაბიჯი 4 – ბროკოლის მოხარშვა:

გაწურეთ ბროკოლი და ჩაყარეთ ქვაბში. შეგიძლიათ დაუმატოთ კარაქი, მარილი, პილპილი და ყველი.

ბროკოლის გაწურვა

მეთოდი 3: ბროკოლის შეწვა

ნაბიჯი 1 – ბროკოლის შეწვა:

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსამდე.

 

ღუმელი

ნაბიჯი 2 – ბროკოლის შეწვა:

გამოვიღოთ ბროკოლი საყინულიდან და თანაბრად გავანაწილოთ ლითონის ლანგარზე.

 

ბროკოლი ლანგარზე

ნაბიჯი 3 – ბროკოლის შეწვა:

დაასხით ბროკოლს ზეითუნის ზეთი. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ინგრედიენტები, მაგ: წითელი წიწაკა, ნივრის ფხვნილი, კვლიავი.

 

ბროკოლის შეკმაზვა

ნაბიჯი 4 – ბროკოლის შეწვა:

შედეთ ბროკოლი ღუმელში 15 წუთის მანძილზე სანამ არ გახდება ფხვიერი და ღაჟღაჟა. შემდეგ გამოიღეთ ბროკოლი ღუმელიდან, ჩაყარეთ ჯამში და მიიტანეთ სუფრაზე ცხელი სახით.

 

ცხელი ბროკოლი

მეთოდი 4: ბროკოლის სადილი

ნაბიჯი 1 – ბროკოლის მომზადება:

გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე.

 

ღუმელი

ნაბიჯი 2 – ბროკოლის მომზადება:

ამოიღეთ ბროკოლი საყინულიდან და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და გააჩერეთ წუთი, წუთნახევარი. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გადაწურეთ.

 

ბროკოლი წყალში

ნაბიჯი 3 – ბროკოლის მომზადება:

ჯამში ავთქვიფოთ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მაიონეზი
  • 1 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი
  • 1 ბანკა სოკოს სუპ–პიურე
  • 2 კვერცხი

 

ათქვეფა

ნაბიჯი 4 – ბროკოლის მომზადება:

დაამატეთ ამ მასაში ბროკოლი და აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ გადაიტანეთ ფორმაში გამოსაცხობად. ავიღოთ 2 ჭიქა სუხარი და ავურიოთ 2 ს/კ გამდნარ კარაქთან. თანაბრად წავუსვათ ბროკოლის სადილს.

ბროკოლი მაიონეზში

 

ნაბიჯი 5 – ბროკოლის მომზადება:

შემდეგ ფორმა შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ ნახევარი საათი სანამ იგი არ გახდება ოქროსფერი.

ბროკოლის გამოცხობა

შემდეგ კი შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ !

მომზადებულია wikihow-ს მიხედვით
წინა «
შემდეგი »