როგორ გავწმინდოთ მაყალი?

  • Creed
  • იანვარი 20, 2014

მანგალის-გაწმენდა-ihow.geქალაქ გარეთ, მწვადებთან და სუფთა ჰაერზე შესანიშნავად გატარებული დროის შემდგომ იბადება კითხვა, თუ ვინ და როგორ გაწმენდს მაყალს. ყველაზე მარტივი ხერხისთვის წაიკითხეთ შემდგომი ინსტრუქცია.

 

 

 

საწმენდი-საშუალებები-ihow.geარ გადადოთ მანგალის გაწმენდა, რადგან იგი თვითონ არ გასუფთავდება და პირიქით მოგვიანებით უფრო გაგირთულებთ საქმეს. ეს რომ გაგიადვილდეთ არსებობს უამრავი საწმენდი საშუალება (ზოგი კონკრეტულად მანგალისათვის). თუ თქვენ გაგიმართლად და იპოვეთ სასურველი საწმენდი მაშინ შეუდექით საქმეს.

 

 

 

მაყალი-ihow.geმანგალი რომელიც მუშაობს გაზზე, მისი გაწმენდა უფრო რთულია. წყლის შიგნით მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ზიანი. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ფსკერზე დავაფინოთ უბრალო ფოლგა. ესეიგი, ნეილონის ჯაგრისზე დავასხათ ჭურჭლის საწმენდი საშუალება და გავწმინდოთ მანგალის კედლები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფრთხილად, რათა არ დავტოვოთ ბზარი ან ნაკაწრი. ამის შემდგომ ყველაფერი მოვრეცხოთ ცხელი წყლით და გავამშრალოთ.
იმისათვის რომ ჭვარტლი და ნაწვამი დიდი ხნის განმავლობაში არ მოედოს მაყალს, მისი ზედაპირი უნდა დავამუშავეთ უბრალო მზეთუმზირის ზეთით. აიღეთ ბამბის ქსოვილი, დაასველეთ ზეთში და აკურატულად გაწმინდეთ მანგალის კედლები, კუთხეები, ძირი და ა. შ. გამოყოფილი მური კი შეგვიძლია უბრალო ტილოთი მოვწმინდოთ.

 

ხელით-გაკეთებილი-ხსნარი-ihow.geთუ ჭვარტლი და ნაწვამი ქიმიით არ შორდება, მაშინ თქვენ თვითონ დაამზადეთ საწმენდი საშუალება. როგორ? ჭიქის 1/3 ნაწილი სოდა გაურიეთ ცივ წყალს, ამ ნაზავში დაასველეთ რაიმე უხეში ჯაგრიში და კარგად გაწმინდეთ მაყალი. შემდგომ მაყალი გარეცხეთ ცივი წყლით და გაამშრალეთ, ამის შემდგომ იგი უნდა ბზინავდეს :)

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.