როგორ გავწმინდოთ მობილურის ეკრანი (Touchscreen)

  • lasha117
  • იანვარი 14, 2012

ზოგადად ეკრანის ხშირი წმენდა ძალიან კარგია, რადგან იგი თქვენი მობილური ტელეფონის ზედაპირს სუფთად ინარჩუნებს და ამასთან, ახლის შესახედაობას აძლევს. თუმცა, ასე მარტივადაც არ არის საქმე – ეკრანის გაწმენდასაც სჭირდება ცოდნა. გასწავლით ყველაზე მარტივ ხერხს, რომ ეკრანი გააპრიალოთ ასე ვთქვათ ”ბზინვარებამდე”.

 

მობილურის ეკრანის გაწმენდის ინსტრუქცია:

 
1. აიღეთ რაიმე რბილი (მიკრობოჭკოვანი) მატერია  ან სულაც შეიძინეთ (დაახლოებით 2 ლარამდე ღირს სპეციალური საწმენდი, რომელიც ასევე სათვალის გასაწმენდად გამოგადგებათ);
 

 
2. გამორთეთ მობილური ტელეფონი და დაიწყეთ მისი წმენდა წრიული მოძრაობით. გამორთული ეკრანის გაწმენდა გაცილებით ადვილია რადგან კარგად ჩანს სად არის გასაწმენდი და სად არა;
 

 
3. იმ შემთხვევაში თუ შედეგმა არ დაგაკმაყოფილათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის ეკრანის საწმენდი სპეციალური ხსნარი რომლის ერთი წვეთიც შეგიძლიათ დაასხათ საწმენდ ნაჭერზე, ვისაც არ გაქვთ სპეციალური ხსნარი მოახდინეთ ე.წ ეკრანის დაორთქვლა;
 

 
4.  განაგრძეთ ეკრანის გაწმენდა ისე, რომ ეკრანზე ხელის მოძრაობით პატარა წრეები შეკრათ;
 

 
5. წმენდის დასრულების შემდეგ დადეთ ტელეფონი და არ შეეხოთ მას რამდენიმე წუთის განმავლობაში სანამ იგი ბოლომდე არ გაშრება.

წინა «
შემდეგი »