როგორ გავწმინდოთ ფოტოაპარატის ლინზა

  • jericho
  • ივნისი 4, 2013

ლინზის მოვლა 4ლინზის მოვლა მხოლოდ ზედაპირულ გაწმენდას არ გულისხმობს. მინა ყოველდღიურად იმტვერება, რაც შემდეგ ფოტოს ხარისხზეც  მოქმედებს.

ყველაზე კარგი საშუალება რითიც შეგიძლიათ ლინზა დაიცვათ ეს არის UV  ან SkyLight ფილტრის ყიდვა, მტვერი ნაკლები შევა და მზის სხივებიც არ დააზიანებს ოპტიკას. ასევე შეგიძლიათ ბლენდაც იხმაროთ, რომელიც თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა, ლინზას მტვრისგან და დაზიანებისგან იცავს.

UV-ფილტრების ფასი 7$ იწყება და ხარისხთან ერთად იზრდება.

ლინზის გასაწმენდად დაგჭირდებათ:

LCD-მონიტორების ან ოპტიკის საწმენდი სითხე.

Lepsen-ის ფანქარი

Air Blaster-ი

რბილი ფუნჯი

ბამბის ჩხირები

თხელი, ოპტიკის საწმენდი ნაჭერი

 

ვიწყებთ კორპუსის გაწმენდით, რთულად გასაწმენდ ადგილებში ვხმარობთ ბამბის ჩხირებს.

ოპტიკა შედარებით დელიკატური საკითხია.

ეტაპი პირველი: ვაშორებთ მტვერს,  Air Blaster-ის დახმარებით.

ლინზის მოვლა 1

ეტაპი მეორე:  ფუნჯით, მრგვალი მოძრაობით ვაშორებთ დარჩენილ მტვერს.

dsc8840

ეტაპი მესამე: არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ საწმენდი სითხე ლინზას, ის გაიჟღინთება და ლინზის შიგნით შევა. სითხე დაასხით ოპტიკის საწმენ ნაჭერზე და ისე გაწმინდეთ.

dsc8834

ეტაპი მეოთხე: ლინზას Lepsen-ის ფანქრით ვწმინდავთ.

dsc8837

ეტაპი მეექვსე: რბილი ფუნჯით კიდევ ერთხელ ვაშორებთ დარჩენილ მტვერს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.