როგორ გავწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში?

  • Creed
  • ნოემბერი 4, 2013

ღვიძლი-საწყისი-ihow.geღვიძლის გაწმენდა დღევანდელობაში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, თუ ამას არ გავეკეთებთ მნიშვნელოვნად შეიცვლება ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა. ღვიძლის დაბინძურება ზეგავლენას ახდენს ადამიანის კანის ფერზე, თმის მდგომარეობაზე და საერთოდ ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ისარგებლეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რჩევით და სწორად გავიწმინდოთ ღვიძლი არასასურველი ნივთიერებების.

ღვიძლის გაწმენდა

ღვიძლის გაწმენდავაშლის წვენის საშუალებით:

საღამოს, ძილის წინ გაიკეთეთ ოყნა და მაგ დღეს საკვებად აღარაფერი მიირთვათ.

მომდევნო დღეს დილით გაიმეორეთ პროცედურა ოყნით და დარჩენილი დღის განმავლობაში საკვების სახით მიირთვით ვაშლის წვენი ნებისმიერი ოდენობით.

მესამე დღეს, დილით გაიკეთეთ ოყნა, სადილამდე დალიეთ მარტო ვაშლის წვენი. ვახშმის შემდგომ, აავსეთ სათბური “გრელკა” ცხელი წყლით, მიიდეთ ღვიძლთან და დაიმაგრეთ ტანზე. ასეთ მდგომარეობაში იწექით დაახლოებით 1 საათი, რის განმავლობაშიც უნდა დალიოთ თითო-თითო სადილის კოვზი ზეთისხილის და ლიმონის წვენი. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ 3-ჯერ. რამდენიმე საათში ღვიძლი დაიწყებს თვითგაწმენდას, გამოყოფს სიბინძურეს. ბოლოს ეს პროცედურა კვლავ დაამთავრეთ ოყნით.

თაფლი-ღვიძლი-ihow.geთაფლის საშუალებით:

24 საათის განმავლობაში თქვენ მოგიწევთ 4-ჯერ მიირთვათ 150 გრამი თაფლი. სამჯერ საკვების მიღების წინ და მეოთხეჯერ კი 30 წუთით ადრე დაძინებამდე. ყოველი მიღებული თაფლის ულუფა აუცილებელია გააზავოთ  იმავე რაოდენობის ადუღებულ წყალთან, კარგად აურიეთ და ისე მიიღეთ.

გრელკა-სათბური-ihow.geსათბური “გრელკის” საშუალებით:

ავიღოთ 2 ცალი სათბური “გრელკა”, შევავსოთ ადუღებული წყლით, მივიდოთ ღვიძლის არეზე წელის ორივე მხრიდან და რაიმეთი შევიკრათ რომ არ ჩამოცურდნენ. ასეთ მდგომარეობაში იყავით 50 წუთი.
ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში ძალიან ეფექტიანია, მაგრამ თუ თქვენ ამ მეთოდებს თვლით არაეფექტურად, მაშინ მიმართ ამ საკითში სპეციალისტს ანუ ექიმს და მიიღეთ მისი კონსულტაცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.