როგორ გავხადოთ ცხოვრება უფრო საინტერესო?

  • An'na
  • January 4, 2016
  • 0

საინტერესო ცხოვრებაუმეტესი ჩვენგანი ცხოვრების იმ ეტაპზეა, როდესაც ან იმას ვაკეთებთ რაც გვიყვარს,ან ვმუშაობთ მის მისაღებად. თუმცა მოდის დრო როდესაც ეს ყველაფერი მოსაწყენი ხდება. სამუშაო მონოტონური ხდება, დასვენების დღეები საერთოდ არ არიან ამაღელვებელნი და ვგრძნობთ რომ ჩვენი ცხოვრება ჩიხში ემწყვდევა. როდესაც ეს ხდება, არის რაღაც ხერხები რითაც თქვენი ცხოვრება არ იქნება მხოლოდ ორშაბათი დღის მოსაწყენი სამუშაო. ის მოგვცემს სტიმულს რომ მივყვეთ ოცნებებს.

1.დაგეგმეთ მეგობრების შეკრება.

შემდეგში როდესაც ვერ გადაწყვეტთ როგორ გაატაროთ კვირა დღე,ცადეთ ეს ხერხი.არ არის აუცილებელი რომ მოაწყოთ რაიმე გრანდიოზული,უბრალოდ მოიწვიეთ რამდენიმე უახლოესი მეგობარი სამაგიდო თამაშებთან,სასმელთან და მსუბუქ წასახემსებელთან ერთად.ეს თქვენ ემოციებით აგავსებთ შემდეგი კვირის დასაწყებად.

მეგობრები

 

2.შეცვალეთ თქვენი ოთახის დიზაინი.

ხშირად ჩვენში უცნაურ სევდას იწვევს გარემო. სცადეთ სხვანაირად მოაწყოთ მისაღები ოთახი,საძინებელი ოთახი ან ნებისმიერი ის ოთახი,სადაც ისვენებთ. როდესაც შედიხართ ახალ და განსხვავებულად მოწყობილ ოთახში,ის თქვენში კარგ შეგრძნებებს გააღვიძებს. შეგიძლიათ შეღებოთ კედელი თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს აგრეთვე იქნება სასიამოვნო აქტივობა.

3.იყიდეთ ისეთი რამ,რაც ყოველთვის გსურდათ.

გახსოვთ როდესაც შეხვედით თქვენ საყვარელ მაღაზიაში და ძალიან მოგეწონათ კაბა,კოსტუმი,ფეხსაცმელი, ან ჩანთა რომელიც სადემონსტრაციოდ ჰქონდათ გამოტანილი,თუმცა იფიქრეთ რომ ძალიან ძვირი ღირდა და დაანებეთ? ასიამოვნეთ საკუთარი თავი და იყიდეთ ეს ნივთი.შეიძლება ეს თქვენს საფულეზე ცუდად აისახოს,თუმცა შეგრძნება რომ თქვენ იმ ნივთს ფლობთ,რომელიც ასე ძალიან გინდოდათ,ძალიან სასიამოვნოა. თან შეგიძლიათ გააკეთოთ ეკონომია სხვა ნივთებზე.

ტანსაცმელი

 

4.გაიკეთეთ განსხვავებული ვარცხნილობა.

თუ გაიკეთებთ ისეთ ვარცხნილობას,როგორიც აქამდე არ გქონიათ,ეს გარდა უამრავი კომპლიმენტისა,მოგცემთ მოტივაციას რომ გახვიდეთ გარეთ და გაიპრანჭოთ. აღელვების დონე იქნება 1000!

თმა

5.მოემზადეთ გრძელ გზაზე წასასვლელად.

დილით ადექით ადრე და წადით გრძელ გზაზე,ან შეგიძლიათ ეს გვიან საღამოს გააკეთოთ.გადით ქალაქგარეთ და იმდენი სისუფთავე და სიმშვიდე მიიღეთ,რამდენიც შეგიძლიათ. არ დაგავიწყდეთ რ კარგი მუსიკის მოსმენა!

გზა

6.დაუგეგმავი მოგზაურობა ახლობელ ადგილას.

მოუმზადებელი მოგზაურობები ყოველთვის ყველაზე დასამახსოვრებელია.დაურეკეთ მეგობრებს და წადით სამოგზაუროდ უიქენდის განმავლობაში.თუ გსურთ დრო მარტომ გაატაროთ,მაშინ წადით ლაშქრობაზე.

ლაშქრობა

7.გააოცეთ საყვარელი ადამიანი.

დაკავებულმა ცხოვრებამ შეიძლება დაგაშოროთ საყვარელ ადამიანს.იმისათვის რომ დავამსხვრიოთ კედელი თქვენს შორის,სცადეთ გაუკეთოთ მათ რამე ისეთი რაც გააკვირვებს.გაუფრთხილებლად ესტუმრეთ თქვენს ოჯახს,თუ ისინი ახლოს ცხოვრობენ. წაიყვანეთ თქვენი რჩეული კარგ ფილმზე ან სადილზე ან დარჩით სახლში და მოამზადეთ მისი საყვარელი საჭმელი. დაწერეთ წერილი და ჩაუცურეთ ჯიბეში,სანამ ის სამსახურში წავა.არაფერი გაახარებს მათ იმაზე მეტად,ვიდრე ამ წერილის აღმოჩენა.

სურპრიზი

8.გააბით საუბარი ისეთ ადამიანთან ვისაც ზოგადად არ ესაუბრებით ხოლმე.

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას,ოფისში ან ინტერნეტში.ადამიანებთან ნებისმიერ თემაზე საუბარი და მსგავსებების აღმოჩენა თქვენს შორის ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.

9.მიდით იმ ადგილზე,რომელსაც წარსულში იცნობდით.

ნოსტალგია არაჩვეულებრივი გრძნობაა.შემდეგში როდესაც უიქენდზე მოიწყენთ,წადით იმ ადგილზე სადაც გაიზარდეთ,სადაც ატარებდით სტუდენტობის წლებს.აირჩიეთ ფოტოები და გაიხსენეთ სად გაატარეთ საუკეთესო დრო.შემდეგ ბედნიერი მიხვდებით,რამხელა გზა გაიარეთ იმ დროიდან.

ნოსტალგია

10.დაწერეთ თქვენი გრძნობები.

ბოლოს როდის იფიქრეთ თქვენს გრძნობებზე? ჩვენ იმდენად ვერთვებით იდეალური ცხოვრების ნაკადში,რომ აღარ გვაქვს დრო დავბრუნდეთ უკან და დავფიქრდეთ რამ როგორ გვაგრძნობინა თავი.ასე რომ გამონახეთ დრო,დაჯექით და ასახეთ თქვენი გრძნობები ფურცლებზე. დაწერეთ თქვენი აზრები,გრძნობები,განსაკუთრებით უარყოფითი ემოციები,არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრი ან ცოტა გაქვთ სათქმელი.როდესაც ერთხელ აიღებ კალამს გამოსაყენებლად,უკვე ძალიან მოტივირებული იქნებით.

წერა

11.შეუერთდით ჯგუფს.

ეს შეიძლება იყოს ცეკვის,სიმღერის,ინსტრუმენტზე დაკვრის,ცხობის გაკვეთილები,რომელზე დასწრებასაც მოულოდნელად დაელოდებით.

ცეკვა

12.ჩაერთეთ აქტივობებში.

დაუთმეთ ერთი დღე ისეთ აქტივობებს,როგორიცაა მარათონი,ქუჩის დასუფთავება,ტანსაცმლის გაჩუქება ან უბრალოდ გარეთ გასვლა და მშივრების დაპურება.ეს კმაყოფილების ახალ დონეზე აგიყვანთ.

13.დაურეკეთ ძველ მეგობარს.

გააბით საუბარი მასთან.რა არაჩვეულებრივი შეგრძნებაა,იცოდეთ როგორ ცხოვრობს ის. გაიხსენეთ ერთად გატარებული დრო,მოგონებები.

ძველი მეგობარი

 

14.გააკეთეთ ისეთი რამ,რისიც გეშინიათ.

თუ სხვა არაფერი მოქმედებს,შიში ნამდვილად არის ის ემოცია,რომელიც გამოგიყვანთ მოწყენილობის მდგომარეობიდან.დაუპირისპირდით თქვენს შიშს და როდესაც ამას მოახერხებთ,თავს სრულყოფილად იგრძნობთ. თუ წყლის გეშინიათ,იარეთ ცურვის გაკვეთილებზე. ახლა თქვენ იცით როგორ უნდა გააკეთოთ!

15.გაატარეთ დრო საკუთარ თავთან ერთად.

მსოფლიოში ბევრი ისეთი რამაა,რასაც ჩვენი შთანთ ქმა სურს,ამიტომ ხშირად არ გვრჩება “დრო ჩემთვის”.ნაცვლად იმისა,რომ წახვიდეთ ოფისის წვეულებაზე სადაც ისეთ ხალხს დაელაპარაკებით,რომელთა ნახვაც მეორედ ნამდვილად არ გსურთ,გაატარეთ დრო საკუთარ თავთან.გამორთეთ ტელეფონი და გამოაცხვეთ,მოამზადეთ,დაიძინეთ,უყურეთ ფილმებს, იფიქრეთ ბევრი. მოკლედ,შეიცანით საკუთარი თავი და დაუთმეთ დრო საკუთარ თავზე ზრუნვას.

 

არაფერია გონების დასვენებაზე უფრო მნიშვნელოვანი.

წინა «
შემდეგი »