როგორ გავხდეთ იმბირის (ჯანჯაფილის) ჩაის მეშვეობით?

  • zviadii
  • დეკემბერი 27, 2014

ჩაიიმბირის ნაყენის მოხმარებით შესაძლოა წონაში დაკლება ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მაგრამ სასურველ ეფექტს, რომ მივაღწიოთ საჭიროა იმბირის ჩაის დალევა ფიზიკური დატვირთვის თანხლებით და სწორი კვებით.

იმბირის ჩაის ერთ-ერთი თვისებაა მადის დაქვეითება. იმბირის ჩაი იყიდება აფთიაქებში, მაგრამ უმჯობესია მოამზადოთ თქვენ თვითონ. მოდუღების მრავალი მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ადვილი მეთოდია იმბირის ფესვისა და წყლის გამოყენება. გახეხეთ ფესვი (5სმ), ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 1,5-2 ლიტრი ადუღებული წყალი. სვით თბილი ჩაი, დაიწყეთ დღეში 1-2 ფინჯანით და დროთა განმავლობაში გაზარდეთ დოზა 2 ლიტრამდე.

ჯანჯაფილის ჩაიშემდეგი რეცეპტი: იმბირის ფესვთან ერთად კომბინირებს მწვანე ან შავი ჩაი, ბალახებისა და კენკრის ნახარშით, ამატებენ სასმელში თაფლს, შაქარს,ლიმონს. უგემრიელესია სასმელი რომელიც მზადდება დაფქული იმბირით, თაფლით(3-4 ჩაის კოვზი), რამდენიმე ნაჭერი ლიმონით და ორი ლიტრი წყლით. ჩაყარეთ კომპონენტები თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი. დაელოდეთ და სვით ერთი ჭიქა დღის განმავლობაში. მცენარე მთლიანად გამოყოფს სასარგებლო ნივთიერებებს და ამასთანავე არ იკარგება ვიტამინები.

ასევე არაჩვეულებრივი სასმელი მზადდება შემდეგი რეცეპტით: მოადუღეთ ერთი ჩაის კოვზი მწვანე ჩაი ნახევარ ლიტრა წყალში და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გაწურეთ და გადმოასხით ქვაბში, ჩააგდეთ კარდამონის 2 ნაყოფი, ჩადეთ 4-5 სანტიმეტრის იმბირის ფესვი, სურვილით ცოტაოდენი მიხაკ-დარიჩინი და ყველაფერი ეს ადუღეთ 15-20 წუთის განმსვლობაში. გადმოდგით ჩაი ქურიდან და დაამატეთ ლიმონი, შეაცივეთ. ცივ სასმელში გემოს მისაცემად დაამატეთ 1-2 კოვზი თაფლი. სვით დღის განმავლიბაში, მაგრამ არა ღამით რადგან ეს ნაყენი აფხიზლებს.

იმბირისჩაი

იმბირის ნაყენი ასკილით დაგეხმარებათ არამარტო ზედმეტი წონის დაკლებაში, არამედ ონკოლოგიური პრობლემების დაძლევაშიც. სწრაფ ეფექტს იძლევა იმბირისა და ნივრის ჩაი. ამ სასმელს უცხო გემო აქვს, თუმცა ეფექტი განსაცვიფრებელი. აიღეთ 4 სანტიმეტრის იმბირის ფესვი და 2 კბილი ნიორი. დააქუცმაცეთ და დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. სვით ნახევარი ჭიქა ჭამის წინ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.