როგორ გავხდეთ პუნქტუალურები?

  • daviti
  • მარტი 19, 2012

თუ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც  ყველგან აგვიანებს, გაითვალისწინეთ, რომ ამით არამარტო საკუთარ თავს არამედ სხვებსაც აკარგვინებთ დროს და წარმოდგენას უკარგავთ მათ თქვენზე. დაგვიანება  ნელ-ნელა ჩვევად ყალიბდება, რაც ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს პიროვნებაზე. მოცემულ სტატიაში მოგცემთ რჩევებს, რომლთა დახმარებით შეძლებთ ბოლო მოუღოთ ამ ჩვევას.

1. თქვენი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ  დათქმულ დროზე, არამედ ცოტა ადრე მისვლა, ამიტომ ყოველთვის თან იქონიეთ დროის გასაყვანი რაიმე საშუალება: მობილური, წიგნი, გაზეთი.

2. წინა საღამოს გაამზადეთ ყველაფერი შემდეგი დღისათვის, გადაწყვიტეთ რომელ სამოსს ჩაიცვამთ, რას შეჭამთ წასვლის წინ – შეეცადეთ ყველა დეტალი განსაზღვროთ.

3. სახლიდან გასვლის წინ ნუ გააკეთებთ „ერთი წუთის საქმეს“. დარწმუნებული ვარ ხშირად მოგსვლიათ აზრად – მოდი ერთი წუთით შევამოწმებ საფოსტო ყუთს, შევიხედები Facebook-ზე და ასე შემდეგ, როგორც ყველამ ვიცით ასეთი რაღაცეები ერთ წუთში არ მთავრდება. ერთ წუთში ვერაფერ ფასეულს ვერ გააკეთებთ, ამიტომ ასეთ აზრებს უარი უთხარით.

4. გამოყავით დამატებითი დრო ყველა მოქმედებისათვის, მაგალითისათვის თუ თქვენ ფიქრობთ რომ ჩასაცმელად გჭირდებათ 20 წუთი, გამოყავით ამ საქმისათვის 30 წუთი.

5. იცხოვრეთ 10 წუთით წინ. გადასწიეთ თქვენი საათი და მაღვიძარა 10 წუთით წინ, ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან ეფექტური რჩევაა. არ გამოტოვოთ ეს მოქმედება.

 

წინა «
შემდეგი »