როგორ გავხდეთ რამდენიმე წამში, ანუ როგორ გამოვიდეთ ფოტოებზე კარგად

  • Маня
  • August 12, 2012
  • 0

ეს სტატია გამხდარ ქალბატონებს არ ეძღვნება და არც გახდომის სასწაულმოქმედი რეცეპტს გაგაცნობთ. აქ უბრალოდ რამდენიმე კარგ რჩევას მოგცემთ, იმისათვის რომ სურათების გადაღებისას  გამხდარი გამოჩნდეთ.

ჭარბწონიან ადამიანებს ხშირად არ უყვართ სურათების გადაღება. ფოტოკამერის წინ ისინი უხერხულად გრძნობენ თავს და შესაბამისად ეს აისახება ფოტოზეც.

ფოტოების გადაღებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სამყარო 3–განზომილებიანია, ხოლო ფოტო კი ორი. ამიტომ მასზე ასახული ადამიანები უფრო სრულები გამოვდივართ ვიდრე სინამდვილეში ვართ. სტატიურად დგომა კი კიდევ უფრო ამძიმებს სურათს.

თუმცა, იმას რომ ფოტო ორგანზომილებიანია თავისი უპირატესობებიც გააჩნია და მისი ამ მახასიათებლის გამოყენება თქვენთის სასაკითთოთ შეიძლება.

აი ის 10 ნიუანსი, რომელიც ფოტოს გადაღბისას უნდა გვახსოვდეს.

●სურათის გადაღებისას ეცადეთ არ მოხვდეთ ფოტოს ცენტრში, არამედ რამდენიმე ნაბიჯით მარცხნივ ან მარჯვნივ გადით.

●ტანი მოაბრუნეთ 45 გრადუსით, ხოლო თავი კი კამერის ობიექტივს პირდაპირ გაუსწორეთ

● ფეხებს ერთად ნუ შეატყუპებთ, უმჯობესი იქნება, თუ ერთ ფეხს ოდნავ წინ წამოწევთ.

● მუცელი ოდნავ შეწიეთ და მხრებში გასწორდით. მთავარია არ იყოთ დაძაბული და არ დაგავიწყდეთ სუნთქვა!

● ფოტოგრაფს სთხოვეთ ფოტო ცოტა ქვედა რაკურსიდან გადაგიღოთ. ფეხები ასე უფრო გრძელი და მოხდენილი გამოდის.

● თუ მჯდომიარე იღებთ სურათს, შემობრუნდით და თითის წვერებზე დადექით ასე ფეხები უფრო გრძელი გამოვა.

● თუ სურათს ვინმესთან ერთად იღებთ ნუ მოგერიდებათ ოპტიკური ილუზიის გამოყენება– ნახევარი ნაბიჯი უკან და თქვენ რამდენიმე ზომით გამხდარი ჩანხართ.

● კამერასთან მაქსიმალურად კომფორტულად იგრძენით თავი, მოიცილეთ ყველა კომპლექსი და გაიღიმეთ.

● ფოტოგრაფს რამდენიმე ფოტო გადააღბინეთ, შეცვალეთ პოზები მიეცით თავს ექსპერიმენტების შესაძლებლობა.

● კარგია თუ სარკის  წინაც ივარჯიშებთ და აუცილებლად აღმოაჩენთ რამდენიმე რაკურს რომელშიც თქვენი თავი მოგეწონებათ.

რაც მთავარია უნდა გახსოვდეთ ფოტოს გადაღებისას თქვენი დამოკიდებულება უფრო ჩანს ვიდრე თქვენი წონა. დღეს უკვე არაერთი plus size მოდელი წარმატებულ კარიერას აწყობს. მთავარია კარგი განწყობა და საკუთარ თავში დარწმუნება!

 

 

წინა «
შემდეგი »