როგორ გავხდეთ უკეთესი ბიზნეს-ლიდერი?

  • LordCrow
  • მაისი 11, 2014

ლიდერიყველანაირს ბიზნესსა თუ მაღალანაზღაურებად სამსახურში საჭიროა ლიდერი, რომელიც შეძლებს გაუძღვეს ურთულეს დავალებას. ნამდვილი ლიდერი უნდა იყოს სამაგალითო მისი თანაშემწეებისთვის და განათლებული თავის სფეროში, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს იყო ლიდერი ეს არ ნიშნავს იყო რომელიმე მსხვილი ბიზნესის დირექტორი.

მაღალმა თანამდებობამ შეიძლება შეგიქმნათ ლიდერის იმიჯი დროებით, მაგრამ ნამდვილ ლიდერს არ სჭირდება თანამდებობა იმისთვის, რომ იგი გახდეს ხალხისთვის სამაგალითო და მისი იდეები და რჩევები გაზიარებულ იქნას. აქ თქვენ იხილავთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ უკეთესი ლიდერი ბიზნეს სფეროში.

ლიდერი

ნაბიჯი 1 – იყავით სამაგალითო

იმისათვის, რომ გახდეთ დაფასებული უნდა გამოაჩინოთ, რომ თქვენ თქვენი სფეროს შესახებ საკმარისზე მეტი ცოდნა გაქვთ. ხალხი მოგისმენთ და დაგაფასებთ თუ მათ დაინახეს, რომ თქვენ პროფესიონალი ხართ.

  • ისაუბრეთ თქვენს გამოცდილებაზე, ოღონდ ეს არ უნდა გადავიდეს თავის ქებაში, გააგებინეთ თქვენს დამსაქმებელსა თუ თანამშრომელს, იმის შესახებ თუ რამდენი ხანია ამ სფეროში ხართ და რა მიღწევები გაქვთ. ისინი არამარტო გაიგებენ იმას თუ რატომ ზიხართ თქვენ უფროსის სავარძელში, არამედ უფრო აღფრთოვანდებიან იმით, რომ ისინი თქვენი გუნდის ნაწილს შეადგენენ.
  • მოიქეცით ისე როგორც პროფესიონალს შეეფერება, პატივი ეცით თქვენს თანამშრომლებს. თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ პროფესიონალიზმის ძირითადი სტანდარტები: დახვეწილად ჩაცმა, შეხვედრებზე დროზე მისვლა და კომუნიკაცია პროფესიონალურ დონეზე.

ნაბიჯი 2 – წესები და მოთხოვნილებები

თქვენ შეიძლება იყოთ უმსხვილესი ბიზნესის დირექტორი ან უბრალოდ ოთხი ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფის მენეჯერი, ორივე შემთხვევაში აუცილებელია თქვენს თანამშრომლებს თავიდანვე გასაგებად აუხსნათ თქვენი წესები და მოთხოვნილებები. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ მომავალ უსიამოვნებასა და კრახს.

  • კარგი იქნება თუ შექმნით სამსახურეობრივ კოდექს, რომლის გაცნობის შემდეგ თქვენს მიერ დასაქმებულ ხალხს ან თქვენს თანამშრომლებს ეცოდინებათ თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში.
  • თუ თქვენ რაიმეს შესრულება დაისახეთ მიზნად, ჯობია თავიდანვე ყველასთვის ცნობილი გახადოთ თქვენი მიზანი. გააცანით მათ თქვენი მიზნები.

  • არასდროს არ შეცვალოთ თქვენს მიერ დაწესებული ინსტრუქციები საქმის წარმართვის პროცესში, ამით თქვენ ბევრად დაბლა დაიწევთ თქვენი ქვეშევრდომების თვალში.

  • ნაბიჯი 3 – დაასაჩუქრეთ თანამშრომლები

    კარგ ლიდერი ყოველთვის მოტივაციას აძლევს მის ქვეშევრდომებს. დროთა განმავლობაში, თქვენ უნდა დაასაჩუქროთ თქვენი თანამშრომლები მათ მიერ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

    • ყოველთვიურად ისადილეთ თქვენს თანამშრომლებთან ერთად. ეს საშუალება გაძლევთ შექმნათ უხილავი კავშირი თქვენსა და მათ შორის, იმავდროულად თანამშრომლები უფრო მოტივირებულები ხდებიან.
  • თუ რომელიმე თქვენმა ქვეშევრდომმა შეუძლებელი შეძლო, ნუ დაუკარგავთ მას ამ ყველაფერს, პირიქით გააგებინეთ ამის შესახებ ყველას. ამისთვის კარგი შანსია კოლექტივთან შეხვედრის დროს რამდენიმე წუთი დაუთმოთ მის მიღწევაზე საუბარს, ამით თქვენ არამარტო წაახალისებთ მას, არამედ მიახვედრებთ იმასაც, რომ თქვენ ხედავთ და აფასებთ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

  • ნაბიჯი 4 – გამოაჩინეთ თქვენი პიროვნება

    თანამშრომლები პატივს უნდა სცემდნენ თქვენს პროფესიონალიზმსა და პიროვნებას. კარგად დაანახეთ მათ თქვენი პიროვნული თვისებები, აგრძნობინეთ მათ რომ თქვენც ადამიანი ხართ. მერწმუნეთ ეს მათ ბევრად უფრო ერთგულებსა და მოტივირებულებს გახდით.

    • რაიმე დასახული მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში ზოგჯერ აღიარეთ თქვენი შეცდომა. არ მოგერიდოთ თქვენი თანამშრომლებისთვის იმის დანახვება, რომ თქვენ ადამიანი ხართ და შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის. ეს ბევრად გაზრდის მათ პატივისცემას თქვენდამი. მაგრამ ყოველთვის ბოდიშს ნუ მოიხდით, რადგან ეს უკვე არაპროფესიონალიზმის დამადასტურებელი იქნება.
  • ხანდახან ისაუბრეთ თქვენს ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ უნდა ემეგობროთ თქვენს ქვეშევრდომებს, მოუყევით მათ თქვენს ოჯახზე. კოლექტივი ამის შემდეგ თქვენთან უფრო გახსნილი იქნება და არ ექნება რაიმე შინაგანი წინააღმდეგობა, რადგან როგორც უკვე ვთქვი თქვენ მას თქვენ ადამიანურ მხარეს დაანახებთ. მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ ნიშნავს მუდმივად ეჭორავებოდეთ თქვენს კოლექტივს.

  • მაქსიმალურად შეეცადეთ თავიდან აირიდოთ სასიყვარულო ურთიერთობები, ეს ხშირად ცუდად მთავრდება და შეიძლება დაგაკარგვინოთ არამხოლოდ პატივისცემა, არამედ სამსახურიც.

  • წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ ჩემი რჩევები თქვენთვის სასარგებლო იქნება.

    წინა «
    შემდეგი »

    This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.