როგორ გავხდეთ უფრო ლამაზები?

  • linka5
  • July 13, 2014
  • 0

სილამაზეარ არსებობს და ალბათ არც იარსებებს ისეთი დრო, როდესაც სილამაზე არ დაფასდება. ძველი დროიდან მოყოლებული, ყველა აღიქვამს და შეიგრძნობს მას. სწორედ სილამაზეა საამაყო ოჯახის შექმნის, კარგი სამუშაოსა თუ სხვა ასეთი ღირებულებების საწინდარი.

ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ დაიწყეს ადამიანებმა გარეგნობაზე ზრუნვა. სილამაზისთვის მიმართავდნენ სხვადასხვა კოსმეტიკურ თუ კანის დამცავ საშუალებებს. საგულისხმოა, რომ ამგვარი ქმედებები დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს, მაშ ასე, როგორ გავხდეთ უფრო ლამაზები?

მოვიშოროთ გახშირებული დეფექტები, რომლებიც თითქოს მცირე დეტალებია, მაგრამ სილამაზეს სწორედ დეტალებისადმი ყურადღების გამახვილება და მათი სწორად წარმოჩინება წარმოქნის.

წერტილოვანი ფერისმჭამელები

ძალიან ბევრს უქმნის პრობლემას წერტილოვანი ფერისმჭამელები, იგივე “შავი წეერტილები”. ისინი აღინიშნება როგორც ცხიმიან, ისე მშრალ კანზე. მისი გავრცელების ძირითადი არეალებია: შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.

შავი წერტილები

როდესაც კანზე აღინიშნება ფერისმჭამელები, მათი გაქრობის საშუალებაა სახის ხშირი გაწმენდა, გაწუჭყიანებისაგან დაცვა და სხვადასხვა კრემების ხმარებაა.

ფერისმჭამელების გასაქრობად შეგვიძლია მივმართოთ ლიმონის წვენს. წვენში დასველებული ტამპონით სასურველია დაზიანებული კანის დღეში ორჯერ გაწმენდა, ან წყალბადის ზეჟანგის გამოყენება (წყალბადის ზეჟანგს ვიყენებთ იგივე მეთოდით, როგორითაც ლიმნის წვენს). ამ პროცესების რეგულარულად გამოყენება, 7-8 დღის მანძილზე, თანდათან გააქრობს ფერისმჭამელებს და გაათეთრებს კანს.

ქერტლი

არა მარტო სახესა და სხეულის სხვა ნაწილებს, არამედ თავის კანსაც სჭირდება მოვლა და დაცვა.
ქერტლი თავის თმიანი ნაწილის, დღეს-დღეისობით ფართოდ გავრცელებული, დაავადებაა. იგი ჩნდება თავის კანის გამოშრობის ხარჯზე, ქერტლი კი აქერცლილ კანს ჰქვია.

ქერტლი

თუ შეგვაწუხა ქერტლმა, არ უნდა ვიდარდოთ! შეგვიძლია პრობლემა გადავჭრათ სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებებით, როგორიცაა, მაგალითად, ჭინჭარი, სალბი, კვერცხი ან სულაც ძმარი.
ჭინჭარი და სალბი შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ. (ერთი პაკეტი ჭინჭარი ან სალბი, დაახლოებით 100 გრამი, ავადუღოთ 1 ლიტრ წყალში და დაბანისას გადავივლოთ). დაბანისას, შამპუნის მოხმარების შემდეგ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ძმარიც (ნახევარ ლიტრ ძმარს დავუმატოთ ნახევარი ლიტრი თბილი წყალი და გადავივლოთ). კვერცხი-შევიზილოთ მშრალ თმაში, გავიჩეროთ15 წუთი და ჩამოვიბანოთ. ასეთი მეთოდები რამდენიმე დაბანაში საგრძნობლად შეამცირებს ქერტლს.

ჭორფლი

გაზაფხულსა თუ ზაფხულში ზოგიერთ ადამიანს კანზე, მზის სხივების გავლენით, უჩნდება მცირე პიგმენტური ლაქები ე.წ.ჭორფლები. ისინი სხვადასხვა ფერისა და ფორმისაა-ეს იქნება ღია ყავისფერი თუ ყვითელი.

ჭორფლი

ჭორფლი არ იქერცლება, მისი ზედაპირი სადაა და მხოლოდ კანის დონეზე რჩება, ზევით არ იწევს. მისი მოშორება საკმაოდ რთულია, მაგრამ გთავაზობთ გაუფერულების რამდენიმე ხერხს.
დღის კრემს დაუმატეთ ქინაქინას ან სალოლის ფხვნილი-3 გრამი 30 გრამ კრემზე (მათი შეძენა ჩვეულებრივ აფთიაქებშიც შეგიძლიათ).

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ლოსიონი: დანაყეთ ნუშის გული და აურიეთ რძეში, დღეში ორჯერ გაიწმინდეთ სახე და ჭორფლი თანდათან გაღიავდება.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს ჭორფლი ძალიან უხდება და ბევრსაც მოსწონს, ნუ გააჩნია ადამიანის გარეგნობის სხვა დეტალებს.

ზედმეტი თმა

ეპილაციათმიანობა 21-ე საუკუნეში ძალიან გავრცელებულია. მის მოსაშორებლად იყენებენ ელექტრო, ლაზერულსა თუ დე ეპილაციას. ამ საშუალებებიდან ყველაზე ეფექტური ელექტრო ეპილაციაა. რამდენიმე სეანსის შემდეგ თმა სამუდამოდ ქრება. ამგვარი თმის მოსაშორებელი საშუელებები საკმაოდ ძვირი და მტკივნეულია, ამიტომ გთავაზობთ მარტივ და იაფ გზებს გავთავისუფლდეთ არასასურველი თმისგან.

1 ს.კ. ნიშადურის სპირტი, 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და 100 გრამი დაფხვნილი საპონი ავურიოთ და წავისვათ თმიან ადგილზე, გავიჩეროთ 15 წთ. და დავიბანოთ. თმა ნელ-ნელა გაღიავდება და გაქრება.

შეგიძლიათ ისარგებლოთ ასევე ჭინჭრის ნაყენით, შეიზილეთ ყოველ დღე თმაში, დაახლოებით 2 კვირაში, თმა დაიწყებს ცვენას.

წინა «
შემდეგი »