როგორ გავხდეთ უფრო ნაკითხი?

  • Vesper
  • მარტი 31, 2015

ბიბლიოთეკაგსურთ, რომ იყოთ ნაკითხი, თუ დავერწმუნებით ვილიამ ფოლკნერის ნათქვამს, უნდა “წაიკითხოთ, წაიკითხოთ, წაიკითხოთ. წაიკითხოთ ყველაფერი…” თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სასტარტო პოზიციიდან, ან შექმნათ თქვენთვის სასურველი წასაკითხი წიგნების სია. უნდა აირჩიოთ იწგნები, რომლებიც სავსეა სიცოცხლით, წიგნები, რომლებიც გაგიფართოვებთ თვალსაწიერს. აქ კი წარმოდგენილია რჩევები, რათა გახდეთ ნაკითხები.

1-ელ ეტაპზე წაიკითხეთ კლასიკა.

1600 წლამდე შექმნილი კლასიკა.

კლასიკური ნაწარმოებების კითხვა აუცილებელია, რათა გავეცნოთ მსოფლიო ლიტერტურას. თუ გსურთ, რომ კარგად შეძლოთ წიგნის აზრის გაგება და გემოვნების დახვეწა, ამისთვის აუცილებელია ძველი პოემების, პიესების და ნაწარმოებების წაკითხვა. ნოველები მე-18 საუკუნემდე არ იყო პოპულარული, ამიტომ მათ ძნელად თუ იპოვით ამ კატეგორიაში. ჰომეროსის ან სოფოკლეს წაკითხვის გარეშე თქვენ ვერ გერქმევათ ნაკითხი. დასაწყისისთვის კი რამდენიმე წიგნის სიას შემოგთავაზებთ:

გილგამეშის ეპოსი – უცნობი ავტორი
ილიადა და ოდისეა – ჰომეროსი
მედეა – ევრიდიპე
იოდიპოს მეფე – სოფოკლე
ათას ერთი ღამე – უცნობი ავტორი
გენჯის ამბავი – მურასაკი შიკიბუ
ღვთაებრივი კომედია – დანტე ალიგიერი
დეკამერონი – ბოკაჩიო

მე-2 ეტაპზე 1600-1913 წლის კლასიკური ნაწარმოებები

ამ 300 წლის განმავლობაში ლიტერატურამ დიდი პროგრესი განიცადა და მიიღო განსხვავებული სახე. პირველ მსოფლიო ომამდე დაწერილ ნაწარმოებებს შორის უკვე შეხვდებით ნოველებს და ვიქტორიანული ეპოქის დროინდელ ნაშრომებს. ამ პერიოდის ნაწარმოებები მეტი რეალიზმითაა სავსე და ტრადიციულ ნოველიზმს სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი.

ბიბლიოთეკა

დონ კიხოტი – მიგელ დე სერვანტესი
ოტელო, მეფე ლირი, ჰამლეტი – ვილიამ შექსპირი
გულივერის მოგზაურობა – ჯონათან სვიფტი
სიამაყე და ცრურწმენა – ჯეინ ოსტინი
ფაუსტი – იოჰან ვოლგანგ ფონ გოეთე
შაგრენის ტყავი – ონორე დე ბალზაკი
მკვდარი სულები – ნიკოლოზ გოგოლი
ქარიშხლიანი უღელტეხილი – ემილი ბრონტე
მობი დიკი – ჰერმან მელვინი
მადამ ბოვარი – გუსტავ ფლობერი
დიდი იმედები – ჩარლზ დიკენსი
ომი და მშვიდობა, ანა კარენინა – ლევ ტოლსტოი
სიბნელის გული – ჟოზეფ კონრადი
სანაშაული და სასჯელი, ძმები კარამაზოვები – ფიოდორ დოსტოევსკი
შუა მარტი – ჯორჯ ელიოტი

მე-3 ეტაპი მოიცავს 1914-1995 წლის კლასიკურ ნაწარმოებებს.

ამ პერიოდში მეტად განვითარდა მოდერნიზმი. ამ დროის ნაწარმოებების კითხვა დაგეხმარებათ ცოდნის განვრცობაში და იმის გაგებაში, თუ როგორ შეიცვალა ლიტერატურა მე-20 საუკუნეში.

შვედეთი საუკეთესო ბიბლიოთეკა

დაკარგული დროის ძიებაში – მარსელ პრუსტი
ულისე – ჯეიმს ჯოისი
ჯადოსნური მთა – თომას მანი
დიდი გეტსბი – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
პროცესი – ფრენც კაფკა
ქალი სარკეში – ვირჯინია ვულფი
ხმაური და მძვინვარება – ვილიამ ფოლკნერი
უცხო – ალბერ კამიუ
პირველწყარო – აინ რენდი
1984 – ჯორჯ ორუელი
თამაში ჭვავის ყანაში – ჯერომ სელინჯერი
უჩინარი კაცი – რალფ ელისონი
აღმოხდების მზე-ფიესტა, მოხუცი და ზღვა – ერნესტ ჰემინგუეი
ლოლიტა – ვლადიმერ ნაბოკოვი
პედრო პარამო – ხუან რულფო
ის, რაც ინგრევა – ჩინუა აჩებე
ბაჭია, გაიქეცი – ჯონ აპდაიკი
ნუ მოკლავ ჯაფარას – ჰარპერ ლი
ოქროს რვეული – დორის ლესინგი
ზარხუფი – სილვია პათი
მარტოობის ასი წელი – გაბრიელ გარსია მარკეზი
სასაკლაო #5 – კურტ ვონეგუტი

მე-4 ეტაპი, 1980 წლიდან დღემდე დაწერილი ნაწარმოებები

მართალია ამ პერიოდში შექმნილ წიგნებს დეკადები არ გაუვლათ, მაგრამ ნამდვილად დაიწერა ისეთი წიგნები, რომელთა წაკითხვა ღირს. ხალხი სწორედ ბოლო პერიოდში გამოსულ წიგნებზე საუბრობს ყველაზე მეტს, ამიტომ მათი წაკითხვა აუცილებელია, რათა წარმოდგენა გქონდეთ თანამედროვეობაზე.

შუაღამის შვილები – სალმან რაშდი
საყვარელი – ტონი მორისონი
ჩიტის ქრონიკის დასრულება – ჰარუკი მურაკამი
ამერიკული პასტორალი – ფილიპ როთი
თეთრი კბილები – ზადი სმიტი
მონანიება – იან მაკევანი
კავალერის და კლეის თავგადასავალი – მაიკლ ჩაბონი
სრული გასხივოსნება – ჯონათან საფრან ფოიერი
მშობლიური კერა – მერილინ რობინსონი
2666 – რობერტო ბოლანო

აუცილებელია სხვადასხვა ჟანრების კითხვა. მოკლე მოთხრობებს თავისი ხიბლი აქვთ და მათი წაკითხვა მეტად ჩაგახედებთ ცნობილი მწერლების ცხოვრებასა და სტილში, მათი იდეოლოგიის შეცნობაში.

sauketeso biblioteka

სასურველია წაიკითხოთ 1600-1950 წელს დაწერილი მოთხრობები, ავტორები: ედგარ ალან პო, ანტონ ჩეხოვი, ერნესტ ჰემინგუეი, ხორხე ლუის ბორხესი, ფრენც კაფკა, ისააკ ბაბელი, ჯონ აპდაიკი, კეტრინ მანსფილდი, რეი ბრედბური.
1950 წლიდან დღემდე, ავტორები: ფლენერი ო’კონორი, რეიმონდ კარვერი, დონალდ ბართლემი, ტიმ ‘ო ბრაიანი, ჯორჯ სანდერსი, დენის ჯონსონი.

ასევე იკითხეთ პიესები, პოეზია. მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას ნუ შეეხებით, თვალი გადაავლეთ ისტორიას, პოლიტიკას, ჟურნალებს, მემუარებს, ბიოგრაფიებს და სიახლეებს. წაიკითხეთ წიგნები, რომლებიც საფუძლად უდევს ცნობილ ტელესერიალებსა თუ ფილმებს. საბოლოოდ კი კარგი იქნება თუ გაწევრიანდებით წიგნების კლუბში, გაუზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს სხვებს და გაიღრმავებთ დაგროვილ ცოდნას. იკითხეთ მეტი!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.