როგორ გავხსნათ პლასტმასის ლუქი

  • lasha117
  • იანვარი 25, 2012

სურათზე ხედავთ თუ რაზე მაქვს საუბარი. მოცემულ პოსტში გასწავლით, თუ როგორ შეიძლება ამ ლუქის გახსნა ისე, რომ იგი არ დაზიანდეს. საცდელად აიღეთ ერთი ცალი მსგავსი ლუქი და შეკარით.

პლასტმასის ლუქის გახსნის ინსტრუქცია:

 

1. როგორც იცით ამ ლუქის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს – მას გააჩნია პატარა დანაყოფები, რომელთა საშუალებითაც იგი იკეტება;

2.  ჩაკეტვა ხდება პატარა კვადრატის საშუალებით (რომელსაც სურათზეც ხედავთ). ანუ, მას გააჩნია კბილანა, რომელიც რომელიმე დანაყოფზე გამოედება და მჭიდროდ იკეტება;

3. ლუქის გასახსნელად დაგჭირდებათ სქელი ნემსი;

4. აიღეთ ნემსი და ჩამკეტში გაუყარეთ;

5. გაყრის შემდეგ კბილანა აღარ იქნება გამოდებული და ნელ-ნელა შეგიძლიათ გამოაცუროთ პლასტმასი, რომელიც მასში იყო გაყრილი.

წინა «
შემდეგი »