როგორ გამოვადინოთ ტუბიდან კრემი სრულიად?

  • lasha117
  • იანვარი 29, 2012

როგორც იცით კბილის პასტა არის სპეციალურ სათავსოში მოთავსებული, რის გამოც მას მთლიანად ვერ აითვისებთ, რადგან კედლებზე მაინც დარჩება კრემი (სითხე). მე თქვენ გასწავლით მარტივ ხერხს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ძვირადღირებული კრემი თუ კბილის პასტა სრულად.

 

ტუბიდან კრემის გამოდევნის ინსტრუქცია:

1. ტუბი, რომელშიც მოთავსებულია სითხე, მაცივარში რამდენიმე საათით მოათავსეთ (თუ რა თქმა უნდა ეს ესაჭიროება სითხის ტიპიდან გამომდინარე);

2. აიღეთ სასურველი ტუბი, რომლიდანაც მთლიანი სითხის გამოტანა გნებავთ;

3. აიღეთ მაკრატელი და დაჭერით იგი სამ ნაწილად;

4. ამის შემდეგ, თქვენ თავისუფლად გამოადენთ მას დაჭრილი ნაწილებიდან;

5. თუ კვლავ გნებავთ ამ სათავსოს შენახვა, სათავსოს შუა ნაწილის გარეშე, მოარგეთ ერთმანეთს ზედა და ქვედა ნაწილები.

თითქოს მარტივია, მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთ თქვენგანს არ გამოუყენებია მოცემული მეთოდი ტუბიდან სასურურველი კრემის ამოსაღებად.

წინა «
შემდეგი »