როგორ გამოვავლინოთ ჩიყვი

  • marinola
  • აგვისტო 12, 2012

ჩიყვიდაავადება იწყება შემდეგი სიმპტომებით: სისუსტე, სწრაფი გადაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ტკივილი გულის არეში. არსებობს კიდევ შემდეგი ნიშნები:

1. ბოლო ერთი წლის მანძილზე წონაში მოიმატეთ.

2. დაგიქვეითდათ გუნება-განწყობილება და დეპრესიული გახდით.

3. შრომისუნარიანობა შეგიმცირდათ, თავს სუსტად გრძნობთ.

4. ბოლო ხანებში გაგიძლიერდათ თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა.

5. უჩივით კანის სიმშრალეს სახეზე, იდაყვების არეში და ფეხებზე.

6. გონება ძველებურად აღარ გიჭრით, დაგიქვეითდათ მეხსიერება.

7. გაქვთ მიდრეკილება დღისით ძილისკენ, ღამით გაწუხებთ უძილობა.

8. მცივანა გახდით.

9. შეგეცვალათ ხმის ტემბრი, შეგინელდათ მეტყველება.

10. გიშუპდებათ ქუთუთოები.

11. გაწუხებთ უშვილობის პრობლემა.

6 ან 7 და მეტი დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

წინა «
შემდეგი »