როგორ გამოვაცოცხლოთ ოთახი?

  • An'na
  • მაისი 3, 2014

ინტერიერიოთახები, რომლებსაც აქვთ ცოტა ფანჯარა ან ნათურა, შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან პატარად და ბნელად. მოდით ვისწავლოთ როგორ გავახალისოთ ოთახი თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.

 

 

 ნაბიჯი 1 – ოთახის გამოცოცხლება:

თქვენი კედლები. ძველი თეთრი კედლები და ბნელი ფერის კედლები ნებისმიერ სივრცეს ძალიან პატარას წარმოაჩენს. არ დაგეზაროთ მოსამზადებელი სამუშაო, როგორიცაა გასუფთავება და ა.შ.

ოთახის გამოცოცხლება

ნაბიჯი 2 – ოთახის გამოცოცხლება:

კარგი ფერის შერჩევა. კვერცხის ნაჭუჭის ფერის, კრემისფერი და ყველა სხვა ფერი რომელიც ახლოა თეთრ ფერთან, სივრცეს უფრო დიდად წარმოაჩენს.

ფერის შერჩევა

 ნაბიჯი 3 – ოთახის გამოცოცხლება:

თუ გსურთ რომელიმე კუთხის განსაკუთრებულად წარმოჩენა, უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერებს. შესანიშნავ ეფექტს მისცემს კვერცხის ნაჭუჭის ფერისა და ცისფერის შერევა.

ოთახის კუთხე

ნაბიჯი 4 – ოთახის გამოცოცხლება:

შპალერი სტილს მატებს ოთახს, მიუხედავად იმისა რომ მისი კარგად გაკვრა ძალიან ძნელია. გააკარით ფანჯრის საწინააღმდეგო მხარეს, რათა აირეკლოს სინათლე.

შპალერი

ნაბიჯი 5 – ოთახის გამოცოცხლება:

აიღეთ ძველი, ბნელი ხალიჩა. თუ გაქვთ ნათელი, მაგრამ ლაქიანი და ძველი ხალიჩა, ის არ გამოდგება. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ ღია ფერის ლამინატით. ლამინატი ძალიან ჰგავს მაგარ მერქნიან იატაკს, თუმცა უფრო იაფია.

ხალიჩა

ლამინატი

ნაბიჯი 6 – ოთახის გამოცოცხლება:

თუ თქვენ საქმე გაქვთ ოთახთან რომელსაც საერთოდ არ აქვს ფანჯრები, ან აქვს ძალიან მცირე ზომის, მაშინ მოგიწევთ ფანჯრის შეცვლა. ფანჯრები პატარა ოთახს ძალიან გაახალისებს.

ფანჯარა

ნაბიჯი 7 – ოთახის გამოცოცხლება:

დაკიდეთ ჭაღი ოთახის შუაში. აირჩიეთ შუშის ან კრისტალის მსგავსი ჭაღი, რომელიც მეტ სინათლეს აირეკლავს ფანჯრიდან.

ჭაღი

ნაბიჯი 8 – ოთახის გამოცოცხლება:

გადააკარით ავეჯს ღია ფერის ნაჭერი ან იყიდეთ ახალი. კრემისფერი, მიხაკისფერი და ღია ლურჯი დაუმატებს ოთახს პლიაჯის სიკაშკაშეს. მუქი ავეჯი როგორიცაა შავი, მუქი ნაცრისფერი და ყავისფერი ოთახს ჩააბნელებს.

ავეჯი

ნაბიჯი 9 – ოთახის გამოცოცხლება:

განათავსეთ კედელზე ისეთი ავეჯი, როგორიცაა მაგალითად წიგნის თარო. გამოიყენეთ ფანჯრის პარალელური კედელი ისეთი ავეჯისთვის როგორიცაა ღია ფერის ავეჯი, სარკე. ასეთი განლაგება გაზრდის შუქის მთელს ოთახში გავრცელებას.

წიგნის თარო

ნაბიჯი 10 – ოთახის გამოცოცხლება:

დაამატეთ სარკეები. აქ არის რამდენიმე მარტივი გზა როგორ გავხადოთ ოთახი უფრო დიდი და ნათელი.

  • იპოვეთ ანტიკური სარკეები და დაკიდეთ ერთმანეთთან ახლოს.
  • აიღეთ გრძელი და წვრილი სარკეები და დაკიდეთ დიდ კედელზე, ფანჯრის გასწვრივ.

სარკე

სარკეები

ნაბიჯი 11 – ოთახის გამოცოცხლება:

ეცადეთ აიღოთ გამჭვირვალე ფარდები.

ფარდა

მომზადებულია wikihow-ს მასალებზე დაყრდნობით.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.