როგორ გამოვაცხოთ ბელგიური ვაფლი?

  • An'na
  • დეკემბერი 26, 2017

vafliბელგიური ვაფლი ტრადიციული ბელგიური საჭმელია, რომელსაც საუზმედ მიირთმევენ. დროთა განმავლობაში, ვაფლის ფორმისა და ინგრედიენტის მრავალი ვერსია გაჩნდა, ასე რომ სხვადასხვა რეგიონში მას სხვადასხვანაირად აკეთებენ.

ტიპიური  ცომი ბელგიური ვაფლებისთვის საფუარით მზადდება, განსხვავებით ყველაზე ხშირად გამოყენებადი ცომისგან, რომელიც უფრო სწრაფი მომზადების საშუალებას იძლევა. საფუარი  ვაფლს ისეთ სიმსუბუქეს მატებს, რომელსაც სხვა ჩამანაცვლებელი ინგრედიენტი, როგორიც არის სოდა, ვერ შეძლებს. ისინი ძირითადად გამოცხობის დასაჩქარებლად გამოიყენება.

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა წყალი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 1 შეკვრა საფუარი
  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • ¼ ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა რძე, ნელთბილი
  • ½ ჭიქა დამდნარი კარაქი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • ¼  ჩ/კ ხეხო
  • ¼ ჩ/კ დარიჩინი
  • 1/8 ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხის გული
  • 2 კვერცხის ცილა

ცომი:

გააცხელეთ წყალი 45 გრადუსზე და ჩაასხით ჯამში. დაამატეთ შაქარი და საფუარი, მოურიეთდა დატოვეთ 5 წუთით. თუ ჯამს ყელი ექნება, ვაფლის დასხმა გაგიადვილდებათ.

5 წუთის შემდეგ ნარევს დაამატეთ ფქვილი და შაქარი. შეათბეთ რძე სანამ ნელ-თბილი არ გახდება და დაამატეთ ნარევს.

დაამატეთ გამდნარი კარაქი, ვანილი, ხეხო, დარიჩინი, მარილი და კვერცხის გული.

მოურიეთ ინგრედიენტებს ელექტრონული მიქსერით. როდესაც მორევას დაასრულებთ, ჯამს თავზე დააფარეთ და დატოვეთ ის თბილ ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათით. ამასობაში ცომი გაფუვდება.

სანამ ცომი ფუვდება, ათქვიფეთ კვერცხის ცილები.  ნახევარი საათის შემდეგ დაამატეთ ცომს კვერცხის ცილები და მოურიეთ.

გაახურეთ ვაფლის საცხობი საშუალო ტემპერატურაზე. ამის შემდეგ, ჩაასხით ცომი და დაახურეთ თავსახური.

ვაფლი გამოაცხვეთ სანამ ის ოქროსფერ-ყავისფერი არ გახდება, დაახლოებით 4-5 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »