როგორ გამოვაცხოთ მიწისთხილის ორცხობილა კანფეტებით?

  • An'na
  • დეკემბერი 30, 2015

კოცნაორცხობილა კანფეტებით-ეს არის ორცხობილა ”Hershey’s kiss”- ის კანფეტებით. ეს ორცხობილა შეიქმნა შოკოლადის კომპანია ჰერშის სამზარეულოში. ნამდვილ რეცეპტ ჰერშში გამოიყენება კულინარიული ცხიმი, მაგრამ ამ რეცეპტში გამოიყენება ნაღების კარაქი.

 

ინგრედიენტები:

ულუფის რაოდენობა: 50 ცალი

  • 1 3/4 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის კოვზი კოშერის მარილი
  • 1 შეფუთვა ნაღების კარაქი, ოთახის ტემპერატურის
  • 1/2 ჭიქა მიწისთხილის კარაქი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა ღია-ყავისფერი შაქარი
  • 1 დიდი კვერცხი, ოთახის ტემპერატურის
  • 1 სადილის კოვზი რძე
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • დამატებითი შაქრის ფხვნილი მოსაყრელად
  • 5 ათეული, ფოლგამოცლილი ”Hershey’s kiss”

მეთოდი 1/2 ორცხობილის ცომის მომზადება

ეს პროცესი არის ისეთივე, როგორც ჩვეულებრივი ორცხობილის მომზადება, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კარაქი, რძე და კვერცხი არის ოთახის ტემპერატურის, რადგან ამით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ.

1. სუფთა ჯამზე დავდოთ საცერი. ჩავყაროთ საცერში ფქვილი, სოდა, კოშერის მარილი და მოვურიოთ იქამდე, სანამ მთლიანად არ გაიცრება. შემდეგ გადადგით ჯამი გვერდზე.

ფქვილი

2. ჩადეთ ჯამში კარაქი და შაქარი. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი ხელის ან ელექტრო მიქსერით, 2 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გახდება ერთიანი. დავამატოთ კვერცხი, რძე, ვანილი ათქვეფილ კარაქსა და შაქარში. იქამდე ავთქვიფოთ, სანამ კარგად არ აითქვიფება.

მასა

3. ჩამჩით ავიღოთ 1 ჭიქა მშრალი ინგრედიენტები და შეცურიოთ სველ ინგრედიენტებს. იქამდე ვურიოთ, სანამ ერთმანეთში არ აირევა. დავამატოთ არაქისის კარაქი. დავაფაროთ ჯამს პოლიეთილენის პარკი და შევდოთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

მეთოდი 2/2 გამოვაცხოთ ორცხობილა

გავყოთ ცომი 5 თანაბარ ნაწილად, შემდეგ თითოეული ნაწილი გავყოთ კიდევ 12 ბურთად. ეს გაძლევთ გარანტიას, რომ ზუსტად იმდენი ორცხობილა გამოვა რამდენიც რეცეპტშია. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ მეორე ლანგარი, როდესაც პირველზე ორცხობილა უკვე ცხვება.

1. გავახუროთ ღუმელი 190 გრადუს ცელსიუსამდე. შემდეგ ლანგარს გადავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი. დაბალ ჯამში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი. გავაბრტყელოთ ცომი ბურთების ფორმაზე, 2.5 სანტიმეტრზე და დავალაგოთ ლითონის ლანგარზე. ამოვავლოთ ყველა ბურთი შაქარში და დავრწმუნდეთ, რომ ყველა მათანი კარგადაა ამოვლებული.

ბურთი

2. გააციეთ დარჩენილი ცომი შემდეგი გამოყენებისთვის. გამოვაცხოთ ორცხობილა 6-8 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ღია-ყავისფერი და ჰაეროვანი. გამოვიღოთ ღუმელიდან ორცხობილები და თითოეულს დავადოთ თითო-თითო კანფეტი. შევდოთ ორცხობილა ღუმელში 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდე  ოქროსფერ-ყავისფერი ფერის. ღემელიდან გამოიღეთ და გააციეთ 2 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ პერგამენტის ქაღალდიდან და გემრიელად მიირთვით.

მზადაა

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.