როგორ გამოვაცხოთ ორცხობილა შოკოლადის ნატეხებით?

  • An'na
  • დეკემბერი 22, 2015

შოკოლადის ორცხობილაროდესაც თქვენ გამოაცხობთ ამ ორცხობილას სახლში, აღარ გაგიჩნდებათ სურვილი რომ მაღაზიაში შეიძინოთ. ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს, თქვენ კი ამოარჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი, სასურველი და მარტივად მოსამზადებელი.

 

ინგრედიენტები:

მარტივი რეცეპტი შოკოლადის ნატეხებიანი ორცხობილისთვის:

რაოდენობა: 60 ცალი

  • 2 ¼ ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 250 გრ დარბილებული კარაქი
  • 175 გრ ყავისფერი შაქარი
  • 150 გრ თეთრი შაქარი
  • 2 დიდი კვერცხი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 1–2 ჭიქა ( 170–330)  შოკოლადის ნატეხი

რეცეპტი რბილი, შოკოლადის ნატეხიანი ორცხობილისთვის:

რაოდენობა: 12 ცალი

  • 1 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურაზე დამდნარი კარაქი
  • 2 + ¼ ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ რძე
  • 2 ჭიქამდე შოკოლადის ნატეხი

ვეგანური ორცხობილა:

რაოდენობა: 40 ცალი

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა მარგარინი
  • ¾ ჭიქა  ყავისფერი შაქარი
  • ¾ ჭიქა ვეგანური შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • კვერცხის ფხვნილი (ასევე შეგიძლიათ აურიოთ  2 ჩ/კ კრახმალი და 1/4 ჭიქა წყალი)
  • 340 გრ. ნახევრად ტკბილი შოკოლადის ნატეხი

ბანანის ორცხობილა შოკოლადის ნატეხებით:

რაოდენობა: 18 ცალი

  • 2+½  მრავალფუნქციური ფქვილი
  • 1 ჩ/კ საფუარი
  • 1/2 ჩ/კ მარილი
  • 1/4 ჩ/კ სოდა
  • 1/2 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 2/3 ჭიქა  დარბილებული კარაქი
  • 2 კვერცხი
  •  1 ჩ/კ ვანილი
  • 1+½ ჭიქა ბანანის პიურე
  • 2 ჭიქა ნახევრად ტკბილი შოკოლადის ნატეხი

 მარტივი ორცხობილის მომზადება:

ნაბიჯი 1: 

გავახუროთ გაზქურა 190 °C.

ღუმელი

ნაბიჯი 2: 

ჯამში შევურიოთ ფქვილი, მარილი და სოდა.  ფქვილი გაცერით საცერში, დაამატეთ მარილი და სოდა და ჯამი გადადგით გვერდით.

ფქვილი

ნაბიჯი 3: 

დიდ ჯამში შევურიოთ კარაქი და შაქარი. შემდეგ დავამატოთ კვერცხი და ვანილი.  შაქარი და კარაქი ათქვიფეთ მაგრად. შემდეგ დავამატოთ კვერცხი და ვანილი და კარგად ავურიოთ.

კარაქი და კვერცხი

ნაბიჯი 4:

თანდათანობით,  დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები დიდ ჯამში, სადაც არის კვერცხი, შაქარი და კარაქი და შემდეგ დაამატეთ შოკოლადის ნატეხები. როდესაც დაამატებთ მშრალ ინგრედიენტებს, კარგად აურიეთ, სანამ ერთ მასად არ იქცევა. შემდეგ დაამატეთ შოკოლადის ნატეხები.  თქვენ უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი ცომი ორცხობილასათვის.

სქელი ცომი

  • არ ურიოთ ცომს დიდ ხანს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტები მშრალია, არ დაამატოთ ისინი პატარ–პატარა ულუფებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ცომი გახდება ძალიან მაგარი

ნაბიჯი 5:

ცხიმწასმულ ლითონის ლანგარზე თითო–თითოდ დადეთ კოვზით ცომი. ცომს შორის მანძილი უნდა იყოს 2,5 სანტიმეტრი. იმიტომ რომ, გამოცხობისას ცომი დიდდება.  სტანდარტული ზომის ლანგარზე უნდა დაეტიოს 12 ცალი ორცხობილა.

ორცხობილა ლანგარზე

 

ნაბიჯი 6:

გამოვაცხოთ ორცხობილა 9–12 წუთი, სანამ ორცხობილა არ გახდება ოქროსფერი. არ გამოაცხოთ ორცხობილა დიდხანს. გამოღებისას კი დატოვეთ 5–7 წუთი.

მზა ორცხობილა

 

ნაბიჯი 7: 

თბილი ორცხობილა არის უფრო რბილი, გაცივებისას კი ის ფხვიერდება. მიირთვით ისე როგორც უფრო გიყვართ.

 

ორცხობილა

მეთოდი 2:  რბილი, შოკოლადის ნატეხიანი ორცხობილისთვის:

ნაბიჯი 1:

გავახუროთ ღუმელი 180 °C.

ნაბიჯი 2:

ავურიოთ ერთმანეთში ვანილი, შაქარი, ყავისფერი შაქარი, კვერცხი და კარაქი. დაამატეთ ფქვილი, მარილი და საჭმელი სოდა.

 

კრემი

ნაბიჯი 3:

ავურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთად  და დავამატოთ რძე.  ვურიოთ ერთმანეთს სანამ ცომი არ გაერთიანდება. შემდეგ დავამატოთ შოკოლადის ნატეხები.

 

შოკოლადის ნატეხები

ნაბიჯი 4:

წაუსვით ლითონის ლანგარს სპეციალური სპრეი, რომლის საშუალებითაც ნამცხვარი არ მიიწვავს.

სპეციალური სპრეი

ნაბიჯი 5:

გავაკეთოთ პატარა ბურთულები. დავდოთ ისინი ლანგარზე. გავაბრტყელოთ ეს ბურთულები ჩანგლის მეშვეობით. ორცხობილა გაბრტყელდება. შედეთ  ორცხობილა ღუმელში და გამოაცხვეთ 8–10 წუთი სანამ ის არ მიიღებს ოქროსფერ–ყავისფერ შეფერილობას.

 

ორცხობილა ლანგარზე

ნაბიჯი 6:

დაელოდეთ სანამ შოკოლადი გაცივდება და ისე გადმოიღეთ. გააცივეთ 15 წუთი.

 

ქუქიები

 

მეთოდი 3: ვეგანური ორცხობილა

ნაბიჯი 1:

წავუსვათ ლანგარზე ცხიმი და გაახურეთ 180°C. 

ნაბიჯი 2:

საშუალო ზომის ჯამში ავურიოთ ფქვილი, მარილი და სოდა.

ნაბიჯი 3:

სხვა ჯამში ავურიოთ თეთრი შაქარი, ყავისფერი შაქარი, ვანილი, კვერცხის შემცველი. შემდეგ აურიეთ ორივე ჯამის  ინგრედიენტები ერთად და ურიეთ სანამ ერთ მასად არ იქცევა.

 

ცომის მასა

ნაბიჯი 4:

დაამატეთ შოკოლადის ნატეხები. გადმოვიტანოთ ორცხობილა ცხიმმოსხმულ ლანგარზე და გამოვაცხოთ 8–10 წუთი.  როდესაც გამოცხვება, გააცივეთ.

ვეგანური ქუქიები

 

 

მეთოდი 4: ბანანის ორცხობილა შოკოლადის ნატეხებით

ნაბიჯი 1:

გაახურეთ ღუმელი 200°C.

ნაბიჯი 2:

საშუალო ჯამში აურიეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, საჭმელი სოდა და საფუარი.

ნაბიჯი 3:

მიქსერის საშუალებით დიდ ჯამში ათქვიფეთ ყავისფერი და თეთრი შაქარი და კარაქი. შემდეგ აურიეთ კვერცხი, ვანილი, ბანანის პიურე და შაქრისა და კარაქის ნარევი. ნელ–ნელა დავუმატოთ ფქვილიანი მასა კარაქიან მასას.  აურიეთ ხის კოვზით და დაამატეთ შოკოლადის ნატეხები.

 

ცომიიი

ნაბიჯი 4:

გადავიტანოთ  თითო–თითო კოვზი ცომი  ცხიმმოსმულ ლანგარზე და გამოვაცხოთ 12–15 წუთი. შემდეგ გააციეთ და ისე მიირთვით.

შოკოლადის ორცხობილა

ორცხობილა მზადაა! გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »