როგორ გამოვაცხოთ ტორტი “ჟოლოს სიამოვნება”?

  • pkzeze
  • მაისი 26, 2013

jolos siamovneba_iHOW.GEცომისთვის აუცილებელია:

1 ჭიქა ჟოლოს კომპოტი, 300 გრ ჟოლო
0.5 ლ ნაღები, 0.5 ჭიქა შაქრის პუდრა
1.5 ს/კ ჟელატინი, 10-15 ნამცხვარი
1 ყუთი ჟელატინი ჟოლოს არომატით


მომზადება
ჟელატინი დავალბოთ რამდენიმე კოვზ წყალში, გავაჩეროთ 20 წუთი, შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ავურიოთ სანამ გადნება, არ უნდა ადუღდეს. ცივ ნაღებს დავუმატოთ შაქრის პუდრი და ავთქვიფოთ შესქელებამდე, დავუმატოთ გაგრილებული ჟელატინი, ავთქვიფოთ, დავუმატოთ წინასწარ დაჭყლეტილი კენკრა. მიღებული მასა გავყოთ 2 ნაწილად. ერთი ნაწილი ჩავასხათ ღრმა ფორმაში, ზემოდან დავაწყოთ კომპოტში ჩაწობილი ნამცხვრები. დავასხათ ნაღების მასის მეორე ნაწილი და შევდოთ მაცივარში 30-40 წუთით. ჟოლოს ჟელატინი გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში, დავტოვოთ რომ გაგრილდეს, დავასხათ ტორტს და 5-6 საათით შევდოთ მაცივარში. კარგად გაციების შემდეგ ტორტი ჭურჭლით რამოდენიმე წამით თბილ წყალში ჩავდგათ, გადავაბრუნოთ მისართმევ ჭურჭელზე და ტორტი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

 

წინა «
შემდეგი »