როგორ გამოვაცხოთ ფუნთუშა დარიჩინით?

  • An'na
  • დეკემბერი 22, 2015

ფუნთუშა დარიჩინითფუნთუშა დარიჩინით არც ისე გავრცელებულია ჩვენში, თუმცა ძალიან გემრიელია, ასე რომ თუ გაეცნობით ამ სტატიას შეძლებთ მის მომზადებას უმარტივესად და რაც მთავარია დროის მინიმალური დანაკარგით.

 

ინგრედიენტები:

ულუფა:

  •  20 დიდი  ფუნთუშა

ცომი:

  • 1/2 ჭიქა თბილი წყალი
  • 2 შეფუთვა მშრალი საფუარი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 100 გ ვანილის პუდინგი
  • 1/2 ჭიქა დამდნარი მარგარინი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 6 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა რბილი კარაქი
  • 2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 4 ს/კ დარიჩინი

ჭიქურა  ნაღების ყველიდან:

  • 226 გ ნაღების ყველი
  • 1/2 ჭიქა მარგარინი
  • 2 ს/კ ვანილი
  • 3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1 ს/კ რძე

ნაბიჯები: 

ნაბიჯი 1: ჯამში ჩავასხათ წყალი, ჩაყარეთ შაქარი, საფუარი და ავურიოთ ისე რომ ყველა ინგრედიენტი კარგად გაიხსნას და გადავდგათ გვერდზე.

 

ინგრედიენტები

ნაბიჯი 2: გავაკეთოთ პუდინგი დიდ ჯამში.  ავურიოთ ერთმანეთში მარილი, საფუარი, მარგარინი და დავამატოთ პუდინგს. კარგად ავთქვიფოთ.

 

კვერცხი

ნაბიჯი 3: დავამატოთ ფქვილი. გირჩევთ დაამატოთ თითო–თითო ჭიქა რადგან ასე უფრო ადვილი მოსარევი იქნება ვიდრე 6 ჭიქა ერთად.

 

ფქვილი

ნაბიჯი 4: იქამდე მოვზილოთ ცომი სანამ  ხელებიდან არ მოგვშორდება.

 

ცომის მოზელა

ნაბიჯი 5: გადავიტანოთ ცომი ცხიმწასმულ ჯამში, გადავაფაროთ ნაჭერი  და დავდგათ თბილ ადგილას. მივცეთ მას ამოსვლის საშუალება. ცომი უნდა გახდეს ორმაგი. შემდეგ მოვზილოთ, ისევ გადავაფაროთ ნაჭერი და ისევ მივცეთ ამოსვლის საშუალება.

 

ცომის ამოსვლა

ნაბიჯი 6: გავაბრტყელოთ ცომი და წავუსვათ დარბილებული კარაქი.

 

ცომზე კარაქის წასმა

ნაბიჯი 7: მეორე ჯამში ავურიოთ ერთმანეთში ყავისფერი შაქარი და დარიჩინი.

 

ყავისფერი შაქარი

ნაბიჯი 8: წავუსვათ ეს მასა გაბრტყელებულ ცომს. დავახვიოთ რულეტისებურად.

 

შაქარი და ცომი

ნაბიჯი 9: დანით დავჭრათ რულეტი 5 სმ ზომის ნაჭრებად.

 

რულეტის დაჭრა

ნაბიჯი 10: დავდოთ ფუნთუშები ლითონის ლანგარზე და დავაცადოთ ცოტა ხანი რომ კიდევ გაფუვდეს.

 

ფუნთუშის გამოცხობა

ნაბიჯი 11: გამოვაცხოთ 15–20  წუთის მანძილზე 180°С  გრადუსზე. როდესაც დაიბრაწება გამოვიღოთ ღუმელიდან.

 

დაბრაწული ფუნთუშა

ნაბიჯი 12: სათითაოდ მოვასხათ ჭიქურა. იმისათვის რომ ჭიქურა დავამზადოთ საჭიროა:

  • ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში.
  • იქამდე ვურიოთ სანამ არ გამოვა ერთიანი მასა

 

ჭიქურის მოსხმა

ნაბიჯი 13:   ფუნთუშა მიირთვით თბილი, უფრო გემრიელია მომზადების დღეს.

 

ფუნთუშა დარიჩინით

მზადაა, მიირთვით გემრიელად !!!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.