როგორ გამოვაცხოთ ფხვიერი ორცხობილა?

  • An'na
  • January 10, 2016
  • 0

მზადაა!ფხვიერი ორცხობილა – ეს ტრადიციული და ძალიან გავრცელებულია. თუ ისწავლით კლასიკურ რეცეპტს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გამოაცხოთ ბევრი ვარიანტი.

 

ინგრედიენტები:

პორციაშია: 40–48 ცალი

  • 2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის, უმარილო ნაღების კარაქი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 2 ოდნავ  ათქვეფილი კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 3 ჭიქა ფქვილი ( ცოტა მაგიდაზე მოსაყრელად)
  • 2 ჩაის კოვზი გასაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/2 ჭიქა ცხიმიანი რძე (სურვილისამებრ)
  • ზემოდან მოსაყრენი, ჭიქურა ან მოსართავი ( თქვენი სურვილისამებრ)

მეთოდი 1: ფხვიერი ცომის მომზადება

ამ ორცხობილის მომზადება ხდება ორი ეტაპით. ჯერ ცომი უნდა გაცივდეს რამდენიმე საათით, შემდეგ გამოიჭრას ფორმებით და გამოცხვეს.

1. ჩავდოთ ნაღების კარაქი და შაქრის ფხვნილი საშუალო ჯამში და ავთქვიფოთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე, სანამ არ აითქვიფება. დავამატოთ თითო–თითო კვერცხი, სანამ არ გახდება ერთიანი. დავამატოთ ვანილის ექსტრაქტი და ესეც ავთქვიფოთ.

2. გავცრათ ფქვილი, გასაფხვიერებელი და მარილი მეორე ჯამში. ნელ–ნელა ავურიოთ ერთმანეთში ეს ორი მასა. მიქსერი უნდა იყოს დაბალ სიჩქარეზე, რომ ფქვილი არ გაიფანტოს.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაცხოთ ფერადი ორცხობილა, ეს შესანიშნავი იდეაა – გაყავით ცომი ორ ნაწილად და ერთში გაურიეთ კვების საღებავი ნივთიერება. და მიიღებთ ორი ფერის ორცხობილას!

orcxobilebii

3. ფქვილის არევის შემდეგ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მასა კარგად არის არეული. შემდეგ შევახვიოთ პოლიეთილენის პარკში და შევდოთ მაცივარში 3–4 საათის განმავლობაში.

მეთოდი 2 გამოჭრა და გამოცხობა

თუ არ გაქვთ სპეციალური ფორმები, მაშინ გამოიყენეთ ჭიქა, კონსერვის ქილა ან უბრალოდ დანა.

1. ჩავაფინოთ ლითონის ლანგარში პერგამენტის ქაღალდი და შევდოთ ღუმელში 180 გრადუსს ცელსიუსამდე. მოვაყაროთ ფქვილი მაგიდას. გამოვიღოთ გაციებული ცომი მაცივრიდან და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე.

2. ცომი უნდა გავაბრტყელოთ 6 მმ სიმაღლეზე. გამოვჭრათ ნებისმიერი ფორმის ორცხობილები. მოვაცილოთ ორცხობილები მაგიდას და გადავიტანოთ ლითონის ლანგარზე.

ფორმები

3. წაუსვით ყველა ორცხობილას რძე და თუ გსურთ მისი ქიშმიშით ან შოკოლადით მორთვა ყველაზე კარგი დროა ამის გაკეთებისთვის გამოცხობამდე. გამოვაცხოთ ორცხობილა 10–15 წუთის განმავლობაში. ის არ უნდა გახდეს ყავისფერი. მივაქციოთ ყურადღება, რომ არ დაგვეწვას. გამოვიღოთ ორცხობილა, როდესაც მიიღებს ოქროსფერ ფერს.

4.  როდესაც გამოცხვება შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში ან გაყინეთ. ან მომზადებისთანავე მიირთვათ ჩაისთან, რძესთან ან ყავასთან!

მზადაა

წინა «
შემდეგი »