როგორ გამოვაცხოთ ქლიავის პეროგი?

  • An'na
  • December 24, 2015
  • 0

ქლიავის პეროგი.ქლიავის ამ პეროგმა შთანთქა ზაფხულის მზიანი დღის არომატი. თუ ეზოში გაქვთ ბევრი ქლიავი, მაშინ აუცილებლად გამოაცხვეთ ეს არაჩვეულებრივი პეროგი, რომლის გემო უყვარს დიდსა თუ პატარას. მართალია მის გამოცხობას უნდა დიდი დრო, თუმცა შედეგი ამად ღირს.

 

 

ინგრედიენტები:

  • 2 სადილის კოვზი ჟოლოს ან წითელი მოცხარის ჯემი
  • 3 სადილის კოვზი ბრენდი
  • 450 გრამი შავი ქლიავი,შუაზე გაჭრილი და კურკებამოცლილი
  • 100 გრამი ფქვილი
  • 150 გრამი შაქარი
  • 30 გრამი ნუშის ყვავილის ფურცელი
  • 1/2 ჩაის კოვზი გასაფხვიერებელი ცომისთვის
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 80 გრამი ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი
  • 1 დიდი ოთახის ტემპერატურის  კვერცხი
  • 1 დიდი,ოთახის ტემპერატურის კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • შაქრის პუდრი

8 ულუფისათვის

მომზადება:

1.სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ჯემი, ბრენდი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე 2-3 წუთი ,სანამ არ გამოვა სქელი სიროფი. გადმოიღეთ ტაფა გაზიდან და დაამატეთ დაჭრილი, შავი ქლიავი. შემდეგ ისევ დადგით გაზზე და ადუღეთ სანამ მასა არ გახდება ისევ სქელი. ეცადეთ ქლიავი არ მიეკროს ტაფას. გააციეთ 20 წუთის მანძილზე.

ქლიავი

2. ღუმელში ჩავდოთ რკინის ბადე და გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ავიღოთ გამოსაცხობი ფორმა და წავუსვათ კარაქი.

3. ჩავყაროთ შაქარი და ნუში სამზარეულოს კომბაინში და ავთქვიფოთ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ არ დაიფქვება.

ნუში

4. დაამატეთ ფქვილი, გასაფუებელი და სოდა. კომბაინში ათქვიფეთ ყველაფერი ერთად. დაამატეთ კვერცხი, ვანილი და ფქვილი და ათქვიფეთ იქამდე, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. ამ ყველაფერს დასჭირდება 1 წუთი. შემდეგ კი ხის კოვზი მოატარეთ კომბაინის კედლებზე და დარწმუნდით, ხომ არ დარჩა მოსარევი ფქვილი.

ცომი

5. გადაიღეთ ცომი ცხიმმოსმულ ფორმაში და ხის კოვზით გაასწორეთ. ეხლა კი დავუბრუნდეთ ქლიავებს. მოვურიოთ ისე რომ ყველა ქლიავი დაფარული იყოს სიროფით. თანაბრად გაანაწილეთ ქლიავი ცომზე. არ დააწვეთ ქლიავს,ის ზემოდან უნდა ელაგოს.

ქლიავი

6. ჩავდოთ ფორმა გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 40-50 წუთის მანძილზე, სანამ პეროგი არ გახდება ოქროსფერი. ჩაარჭეთ პეროგში კბილის ჩხირი და თუ მას ცომი არ ამოყვა, ესე იგი პეროგი მზად არის.

7. გაატარეთ დანა ფორმის ნაპირზე, იმისთვის რომ მოაცილოთ პეროგი კედლებს. გააციეთ 30 წუთის მანძილზე.

ქლიავის პეროგი

8.დადეთ პეროგი ლანგარზე და დააყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »