როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის პეროგი კვერცხის გარეშე?

  • An'na
  • December 28, 2015
  • 0

მზადააა თქვააბევრი ვეგეტარიანელი არ მიირთმევს პეროგს, იმიტომ რომ მან იცის იგი შედგება კვერცხისგან, მაგრამ ეს შოკოლადის პერიგი კვერცხის გარეშეა. თქვენ თვალნათლივ იგრძნობთ განსხვავებას.

 

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა გაცრილი ფქვილი
  • 3 სადილის კოვზი უტკბო გაცრილი კაკაო
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 5 სადილის კოვზი კარაქი
  • 1 სადილის კოვზი თეთრი ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჭიქა ცივი წყალი
  • მომზადების დრო: 33 წუთი (დეო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე)

ნაბიჯები:

1. ღუმელი გაახურეთ 350 გრადუს–ფარენგეიტამდე/180 გრადუსს–ცელსიუსამდე. ჩავყაროთ ჯამში ფქვილი, შაქარი, კაკაო, სოდა, მარილი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ კარაქი, ძმარი, ვანილის ექსტრაქტი და წყალი. ავურიოთ ინგრედიენტები ხელის ბლენდერით, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას.

ბლენდერი

2. გადმოვიტანოთ ცომი ცხიმმოსმულ ფორმაში. გამოვაცხოთ 180 გრადუს–ცელსიუსამდე (350 გრადუს–ფარენგეიტამდე) ნახევარი საათის განმავლობაში. შუაში ჩარჭეთ კბილის ჩხირი ან ჩანგალი, რომ ამოიღებთ თუ მას არაფერი არ ამოჰყვება ესეიგი პეროგი მზადაა.

მზადაა

3. გააციეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ამოატრიალეთ და გადმოიღეთ ლანგარზე. ადვილად, რომ გადმოიღოთ გვერდები გაუნთავისუფლეთ დანით.

პეროგი

4. კარგად გააციეთ და ზემოდან მოასხით ჭიქურა. მაგრამ პეროგი ჭიქურის გარეშეც გემრიელია!!!

მზადააა თქვა

წინა «
შემდეგი »