როგორ გამოვაცხოთ ჩინური ტორტი?

  • salome1234
  • January 11, 2015
  • 0

ჩინური ტორტითუკი გსურთ, რომ რაიმე გემრიელი, ამავდროულად მარტივი გასაკეთებელი ტორტი ან ნამცხვარი გამოაცხოთ და სტუმრებს გაუმასპინძლდეთ, მაშინ  ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ. დღეს ამ სტატიით შეისწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ჩინური ტორტი.

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,5 გრამი სიროფი ნებისმიერი ხილის (კაკლის, მაყვლის, კომშის მურაბის…)
  • 0,5 გრამი შაქარი
  • 0,5 გრამი არაჟანი
  • 150 გრამი კარაქი
  • 3 ჩაის კოვზი სოდა
  • 0,5 გრამი ფქვილი

შევურიოთ ერთმანეთში ჩამოთვლილი ინგრედიენტები და  გამოვაცხოთ. მანამდე სანამ ბისკვიტი გამოცხვება გავამზადოთ კრემი:

2 ქილა სგუშონი (უმჯობესია გამოვიყენოთ სტერილური) 150–200 გრამ კარაქთან ერთად მიქსერით ავთქვიფოთ, შემდეგ კი დავუმატოთ 1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი.

ბისკვიტის გამოცხობის შემდეგ ლამაზ ჭურჭელში ჩავასხათ ცოტაოდენი კრემი, შემდეგ ბისკვიტი ჩავაფინოთ და კვლავ ზემოდან დავამატოთ კრემი.

წინა «
შემდეგი »