როგორ გამოვდევნოთ ქოლესტერინი ორგანიზმიდან

  • marrii
  • August 28, 2013
  • 0

ქოლესტერინი_iHOW.GEროგორც იცით, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე საკმაოდ სერიოზულ და საშიშ დაავადებებს იწვევს. ქოლესტერინის გამოდევნა ორგანიზმიდან საკვების დახმარებითაც შეიძლება, ამის რამდენიმე მარტივი გზა არსებობს:

1) კვების რაციონში ჩართეთ მარცვლეული, ის შეიცავს პექტინს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას გარსს ერტყმის ქოლესტერინის უჯრედებს და უმტკივნეულოდ გამოყავს. ყოველდღე 1,5 ჭიქა მოხარშული მარცვლეულის მიღებისას, ქოლესტერინის დონე დაიწევს 20%_ით 3 კვირაში. შეგიძლიათ დაღერღილი მარცვლეულის ფაფა მიიღოთ.

2) პექტინით მდიდარია ასევე ხილიც, ყოველდღე საუზმეზე 1 კანიანი ვაშლი ან 1 გრეიფუტი და სადილად ნახევარი ფორთოხალი ამცირებდ ქოლესტერინის დონეს 7,8%_ით 2 თვის განმავლობაში. ასევე ქოლესტერინის ნორმალური დონის მიღწევა ყოველდღე 2 სტაფილოს მიღებით არის შესაძლებელი.

3) ზედმეტი ქოლესტერინი შესანიშნავად გამოყავს უცხიმო რძეს. თუ სამი თვის განმავლობაში მიიღებთ 1 ლირტ რძეს ყოველდღიურად, თქვენს სისხლში არსებული ქოლესტერინის დონე დაიკლებს 8%_ით.

qolesterini_iHOW.GE

4) ასევე არაჩვეულებრივად წვავს მავნე ცხიმოვან უჯრედევს ნიორი, მაგრამ არასასიამოვნო სუნის გამო ამ პროდუქტით მკურნალობას ადამიანების უმეტესი ნაწილი არ მიმართავს. თუ თქვენც საზოგადოების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელსაც ნივრის მიღება სპეციპიკური სუნის გამო არ შეუძლია, გეტყვით, რომ გამოსავალი არსებობს, რაც მდგომარეობს ნივრის ექსტრაქტში, რომელსაც არ აქვს ამ ბოსტნეულისთვის დამახასიათებელი სუნი. ნივრის ექსტრაქტის შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.
ადამიანებს, რომლებიც ამ ერთი შეხედვით საშიში, მაგრამ საკმაოდ ადვილად განკურნებადი პრობლემის წინაშე დგანან, მინდა კიდევ ერთი რჩევა მივცე, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვან გაუფილტრავი ყავა, რადგან ასეთი ყავის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ქოლესტერინის დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ნუ გახდებით ამ დაავადების მსხვეპლი.

უბრალოდ გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩევები, აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი და მიიღეთ იმ დოზით და იმ დროის მანძილზე, როგორც წერია. გპირდებით, ნებისმიერი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში მიაღწევთ სასურველ მიზანს და გამოდევნით ქოლესტერინს ორგანიზმიდან.
წინა «
შემდეგი »