როგორ გამოვიდეთ ნაბახუსევიდან

  • Luka
  • აგვისტო 10, 2012

თუ გინდათ რაიმე დღესასწაულის შემდეგ დღე არ გაგიფუჭდეთ თავის ტკივილითა და უგუნებობით ეცადეთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

ქეიფის დროს:

  • სვით მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი, არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სიმაგრის სასმელები (მაგ. არაყი და ლუდი).
  • არ გააზავოთ (არც დააყოლოთ) ალკოჰოლური სასმელები ლიმონათითა და მინერალური წყლებით.
  • არ დალიოთ მშიერ კუჭზე.
  • დალევამდე შეჭამეთ რამე ცხიმიანი, მაგ. კარაქიანი პური (კუჭის კედელი ცხიმით დაიფარება, რაც შეაფერხებს ალკოჰოლის მოქმედებას).
  • არ დალიოთ მშიერ კუჭზე.
  • არ მოწიოთ (თამბაქო აძლიერებს სპირტიანი სასმლის მოქმედებას).
  • სანამ დაიძინებთ დალიეთ ცხიმიანი რძე, რაც გაანეიტრალებს ალკოჰოლის მოქმედებას.

ნაბახუსევზე:

  • მიიღეთ თბილი შხაპი.
  • არ მიიღოთ ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი საჭმელი.
  • არ დალიოთ ყავა და მაგარი ჩაი.
  • სვით ბევრი სითხე (სასურველია მინერალური წყლები)
  • უბრალოდ დაისვენეთ, მოიწყვეთ განტვირთვის დღე.
წინა «
შემდეგი »