როგორ გამოვიმუშაოთ ფული Myvideo – ზე

  • Levani11
  • February 13, 2014
  • 0

save-money-ფულის-დაზოგვა-ihow.geდღესდღეობით მსოფლიოში შესაძლებელია, რომ ადამიანებმა ინტერნეტის საშუალებით ფული გამოიმუშავოს. ამისთვის საჭიროა გქონდეთ ინფორმაცია ამათუიმ ვებ-გვერდის შესახებ და არც თუ ისე დიდი თავისუფალი დრო.

Myvideoზე ფულის საშონვნელად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და საკმაოდ რთული დავალებების შესრულება:

1. თქვენი გვერდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 20 ვიდეორგოლისგან, რომლის ავტორებსაც არ აქვთ  დაცული საავტორო უფლება. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ მაგალითად რომელიმე ცნობილი მომღერლის სიმღერა დადოთ, მაგრამ შესაძლებელია პოლიტიკური, მობილურით გადაღებული, სასაცილო და სხვა ამდაგვარი ვიდეორგოლების ატვირთვა.

2. უნდა გყავდეთ 50 – ზე მეტი გამომწერი. ამისთვის საჭიროა საიტის სხვა მომხმარებლებს დაუკავშირდეთ და ერთმანეთის გვერდების გამოწერა შესთავაზოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 50 გამომწერის დაგროვებას ძალიან დიდ დრო დასჭირდება.

3. საჭიროა ჯამში თქვენს ვიდეოებს ჰქონდეს 200000 – ზე მეტი ნახვა.

ფულის შოვნა ინტერნეტშიამ სამი საჭირო პირობის შესრულების შემდეგ თქვენი გვერდის მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ღილაკი, სახელად ,,ბრენდირების ჩართვა“. ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენს გვერდს ავტომატურად მიენიჭება ბრენდირება და შესაძლებელი გახდება ფულის გამომუშავება.

შემდეგ თქვენს გვერდს გაუჩნდება დამატებითი ფუნქციები: ვიდეოების განთავსება შესაძლებელი იქნება ლიმიტის გარეშე, განუსაზვრელი ზომითა და ხანგრძლივობით. გვერდის დიზაინის შეცვლა, გვერდის ანგარიშსა და ვიდეობზე ტექსტის დამატება.

საიტის კიდევ ერთი დადებითი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ თუ გვერდის ავტორი ქმნის რაიმე უნიკალურ კონტენტს, მას შეუძლია 5 ვიდეორგოლის დამატების შემდეგ, Myvideo – ოს ადმინისტრაციას გაუგზავნოს შეტყობინება ელ. ფოსტაზე (dev@itdc.ge) და მისი არხის ბრენდირება ითხოვოს.

გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა კარგად გაეცნოთ საიტის წესებს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ვებ- გვერდის მარცხენა, ქვედა კუთხეში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი დიდი შრომა უშედეგო აღმჩნდეს.

Myvideo – ს ადმინისტრცია ყოველ მილიონ ნახვაზე იხდის 3300 ლარს.

წინა «
შემდეგი »