როგორ გამოვიყენოთ დრო სწორად?

  • An'na
  • იანვარი 17, 2016

დროდღესდღეისობით დრო ნამდვილი ჯილდოა. ჩვენ გვაქვს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც მუდმივად გვაკავშირებს ჩვენ სამსახურთან, მეგობრებთან და ოჯახთან, ხანდახან კი სრულიად უცნობ ადამიანებთანაც კი. საბოლოოდ კი ჩვენ გულმავიწყები ვხდებით. თუ თქვენ ყველა დანარჩენივით ხართ, მაშინ თქვენ უამრავი შესასრულებელი საქმე გექნებათ. ჩვენ გაჩვენებთ იდეალურ გზას ყველაფრის გასაკეთებლად!

 

1. დაწერეთ შესასრულებელი დავალებების სია. სანამ დროის სწორად გამოყენებას დავიწყებთ, უნდა დავწეროთ რაზე ვანაწილებთ დროს. დავალებების სია, დაწყებული ჩვეულებრივი საქმეებით გადამწყვეტ საქმეებამდე, დაგეხმარებათ იმისა გარლვევაში, თუ რა გჭირდებათ.

  • მიანიჭეთ თითოეულს რეალისტური პრიორიტეტები.
  • 1. გასაკეთებელია დღეს 6 საათზე
  • 2. გასაკეთებელია ხვალ 6 საათზე.
  • 3. გასაკეთებელია კვირის ბოლოს
  • 4. გასაკეთებელია მომდევნო კვირას.
  • შეგიძლიათ დავალებების კლასიფიკაცია მოახდინოთ ათწილადებით. მაგალითად 1.0-ს შესრულება სჭირდება ახლავე,1.5-ს კი დღის ბოლომდე.

2. გადაანაწილეთ  თქვენი ძალები. იმუშავეთ იმ სამუშაოს მცირე ნაწილზე ყოველ დღე, რომელიც შესასრულებელია კვირის ბოლომდე, დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანით.

  • გააკეთეთ დღევანდელი დღის სამუშაო. კონცენტრაცია მოახდინეთ იმაზე რაც ახლოვდება. არ მისცეთ თქვენ თავს ყურადღების გაფანტვის უფლება. შემდეგ გადადით მომდევნო დღის დავალებებზე.
  • მას შემდეგ, რაც მომდევნო დღის დავალებებს შეასრულებთ, გადადით სხვა დავალებაზე. შეგიძლიათ გააკეთოთ მთელი კვირის დავალებები. თუმცა სჯობს მცირე ნაწილი გააკეთოთ, ვიდრე ერთი დიდი და დამღლელი. ეს თქვენ დროს უფრო გონივრულად გამოგაყენებინებთ, შეგიმცირებთ სტრესს და შეაჩერებს დაღლილობისგან გადაწვას.
  • ყოველი დღის სამუშაოს დასრულების შემდეგ შეადგინეთ მეორე დღის სამუშაოს სია. მოიქეცით ასე ყოველდღე რათა მეორე დღეს მზად შეხვდეთ.

ბალანსი

3. ყურადღება გაამახვილეთ დღის ყველაზე ნაყოფიერ ნაწილზე. ზოგი ადამიანი უფრო ნაყოფიერი დილითაა, ზოგი კი შუადღეს უფრო კონცენტრირებულია.

4. დრო გადაანაწილეთ ნამატით. ეთამაშეთ საკუთარ თავს თამაში, შეეჯიბრეთ დროს.

  • იმუშავეთ 15, 30, ან ერთ-საათიანი ინტერვალებით. თუმცა 45-წუთიანი მუშაობა 10-წუთიანი დასვენებით ყველაზე კარგია.
  • საკუთარ თავს დაუწესეთ ზღვარი, სამუშაოს ნაწილი რომელსაც აუცილებლად შეასრულებთ.

5 .შეისვენეთ. გაიწმინდეთ გონება და დაისვენეთ თავიდან მუშაობისთვის.

  • წინასწარ გადაწყვიტეთ როდის დაისვენებთ 5,10 ან 15 წუთით და ეს გადაწყვეტილება არ შეცვალოთ.
  • დასვენება სტიმულს გაძლევთ, რათა გქონდეთ რაღაც, რასაც მოუთმენლად დაელოდებით.

6. თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესს. 

  • შესრულებული სამუშაო გადახაზეთ.
  • შესრულებული სამუშაოს დანახვა შვებას მოგგვრით და კმაყოფილების შეგრძნებას გაგიჩენთ.

პროგრესი

7. ხელახლა შეადგინეთ სია. თავიდან დაწერეთ და პრიორიტეტები მიანიჭეთ.

  • დაამატეთ ახალი სამუშაოები. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური, მითუმეტეს თუ დროის მართვა ახალი დაწყებული გაქვთ.
  • წაშალეთ ან გადახაზეთ სამუშაო, რომელიც უკვე შეასრულეთ.
  • გამოიყენეთ ტექნოლოგია სამუშაოს უფრო სწრაფად, რაციონალურად და კარგად შესრულებისთვის. ახლანდელ ტელეფონებს უამრავი აპლიკაცია აქვთ, რომლებიც დაგეხმარებიან არამხოლოდ დროის სწორად განაწილებაში, არამედ სამუშაოს შესრულებაშიც.

8. დაიტოვეთ დრო გართობისთვის. როდესაც გჭირდებათ ძალა დიდი პროექტისთვის, თქვენ აუცილებლად უნდა მისცეთ თავს დასვენების და განტვირთვის დრო. ეს არა მხოლოდ თქვენს ტვინს, არამედ თქვენ სხეულსაც დაასვენებს. არაა აუცილებელი ძალიან დიდი დრო დაუთმოთ გართობას, უბრალოდ დარწმუნდით რომ უთმობთ მცირე დროს მაინც!

9. დაიძინეთ 8-9 საათით ყოველ დღე. განსზაღვრული დროით დაძინება თქვენ ენერგიულს და ფხიზელს გაგხდით. მოგცემთ შესაძლებლობას იფიქროთ კარგად და მოვალეობა უმაღლეს დონეზე შეასრულოთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.