თქვენი აზრით მიხაკის ეთეროვანი ზეთს მიხაკის ყვავილისგან ამზადებენ? სავსებით არა! იგი ასევე გამოყავთ მიხაკის ხის მწვანე კვირტებისგან, რასაც სიზიგიუმის ხესაც ეძახიან. ამ ზეთს აქვს კოსმეტიკური, სამკურნალო და ფსიქოემოციური თვისებები. მაგრამ საჭიროა მისი გამოყენების წესების ცოდნა, რისთვისა წაიკითხეთ შემდგომი ინსტრუქცია.
როგორც ყველა ეთეროვანი ზეთს, მიხაკის ზეთიც ძალიან სასარგებლოა არომათერაპიისათვის. იგი დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, ნერვიული და ფიზიკური დატვირთვის მოხსნაში, დაგეხმარებათ ტვინის აქტივობის და მეხსიერების გაუმჯობესებაში. ეს ზეთი კარგი იქნება იმათვის ვინც აქტიურადაა დაკავებული სწავლით. (აბიტურიენტი, სტუდენტი და ა.შ.).
მიხაკის ზეთი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებითაც. მაგალითად მისი ცივი კომპრესი დაგეხმარებათ სხეულის სხვადასხვა დაზიანების სამკუნალოდ, ჩვეულებრივი ჩალურჯებული ადგილებიდან დაწყებული და ინფიცირებული ჭრილობებით დამთავრებული. ასეთი პროცედურისათვის დაამატეთ მიხაკის ზეთი ცივ წყალში (1 წვეთი 50 მლ-ზე), წყალში ჩაალბეთ ქსოვილი, შემდგომ კარგათ გაწურეთ და მოათავსეთ დაზიანებულ ადგილას 15-20 წუთის განმავლობაში.
ეს ზეთი გამოადგებათ იმათ ვინც ხშირად არიან ფიზიკურად დატვირთულები. ზეთი მოგიხსნით კუნთების დაძაბულობას, ამისათვის დაგჭირდებათ საბაზისო ზეთთან გარევა (არა უმეტეს 2 წვეთისა 10 გრამ საბაზისოზე). ასეთი მასაჟი დაგეხმარებათ გაყინულობის მოხსნაშიც.
ეთეროვანი ზეთის დამატებით კოსმეტიკურ საშუალებაში, შესაძლებელია მისი თვისებების გაუმჯობესება. (არა უმეტეს 2 წვეთისა 10 გრამ ჩანამატში). ასეთი ნაერთებით სარგებლობა ამცირებს ფერისმჭამელთა გამოყრას და კანის დაბერებას.
You must log in to post a comment.